მარაზიათ ქსელ Sears-ში გაყიდულ მაკებს ერთი სერიოზული პრობლემა ჰქონდათ — ჩვენ ამას დავარქმევდით „უპატრონობას“. ვინაიდან Sears ძირითადში Windows-კომპიუტერებს ყიდდა, ცოტას თუ აინტერესებდა მაკების მდგომარეობა მას შემდეგ, რაც მაღაზიის ურიცხვი კლიენტი ამ კომპიუტერზე მუშაობას ცდილობდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, Windows-ზე ორიენტირებულმა კონსულტანტებმა უბრალოდ არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ, რომ მაკიდან ამოეშალათ მომხმარებლების „ნაჩალიჩარი“ და ასევე არ ეხერხებოდათ პოტენციური კლიენტისათვის მაკის ყველა შესაძლებლობის დემონსტრირება.
ზოგიერთი მაკ-მომხმარებელი ხანდახან ნაბეყოფლობით მოდიოდა მაღაზიაში და მაკებს სასაქონლო სახეს უბრუნებდნენ. საბოლოოდ Apple-მა გადაწყვიტა, რომ ენთუზიასთების მონდომება უნდა ანაზღაურებულიყო. შემუშავდა სპეციალური პროგრამა.
ის ასე მუშაობდა: ენთუზიასტი მოდიოდა Sears-ში კვირაში ერთხელ, მოჰქონდა სარეკლამო მასალები მომხმარებლებისათვის, მწყობრში მოყავდა მაკები და აყენებდა სხვადასხვა პროგრამების დემო-ვერსიებს. სანაცვლოდ მას 19 დოლარს უხდიდნენ. ცოტაა, მაგრამ იმაზე მეტი, ვიდრე სისხლის დონორობისთვის იხდინენ იმ დროს.
ამ დღეს, 1999 წლის 30 მაისს დაანოსნდა ენთუზიასტების წახალისების პროგრამა. თუმცა მან მცირე ხნით იარსება.