ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2004 წლის 26 მაისი

როდესაც Apple-მა პირველად წარმოადგინა iPod, როგორც სტრატეგიის გაფართოება — Mac როგორც ციფრული „ჰაბი“ (ციფრული მედია-ცენტრი), ეს იყო ძალიან კარგი იდეა. მაგრამ როდესაც Apple-მა დუმატა iPod-ს Windows-ის მხარდაჭერა, მისმა გაყიდვებმა მკვეთრად იმატა.

სამ მილიონზე მეტი iPod, რომლებიც მაშინ Apple-მა გამოუშვა, გახდა არა მარტო „ციფრული ცხოვრების სტილის“ დმაატება, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯიც Apple-ის ბიზნესის განვითარებაში. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა ცალკე განყოფილება ამ მიმართულებისათვის. მსოფლიოს აუწყეს, რომ ამიერიდან iPod უბრალოდ აქსესუარი არ არის, არამედ კომპანიის შორსმიმავალი სტრატეგიის ნაწილი.

Apple-მა არ დაიშურა ტალანტების მოზიდვა ახალი განყოფილებისათვის — მის ხელმძღვანელად დაინიშნა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ჯონათან რუბინშტეინი (Jonathan J. Rubinstein).

ამ დღეს, 2004 წლის 26 მაისს შეიქმნა ახალი განყოფილება — Apple’s iPod division.

Related posts