კომპიუტერული ინტერფეისების სპეციალისტი, ჯეფ რასკინი (Jef Raskin) აკრიტიკებდა სტივ ჯობსს პროექტების შესრულების არარეალური ვადების დასმისათვის. ეს კრიტიკა განსაკუთრებით მართებული იყო, როდესაც საქმე პირველი მაკის შექმნის ვადებს ეხებოდა.
ვადები, რომლებსაც სტივი აწესებდა, მართლა არარელაური იყო. მაგრამ მისი რწმენა მათ მართებულებაში სრულიად გულწრფელი იყო. ერთხელ ამ რწმენამ ჯობსა და Lisa-ს პროექტის მენეჯერს, ჯონ კოუჩს შორის კამათი გამოიწვია იმის შესახებ, რომ მაკის პროექტი გაასწრებდა ლიზას პროექტს. შედეგად, 1983 წლის 19 იანვარს, როდესაც ლიზა წარმოადგინეს, ჯობსის საფულე ხუთი ათასი დოლარით შესმუბუქდა.
ჯობსმა წააგო 5 ათასი, მაგრამ მის ტანსაცმლის კარადაში ქალის შავმა თეთრეულმა დაიდო ბინა. კომპანიის პრეზიდენტმა, მაიკ მარკულამ ამით გააფრთხილა სტივი, რომ მეტი არ დაერღვია მაკის პროექტის ვადები.
ჯობსმა პროექტის თანამშრომლებს ამოცანა დაუყენა — Mac მზად უნდა იყოს ეროვნული კომპიუტერული კონფერენციის დაწყებისათვის. სამწუხაროდ, გუნდმა ვერ შეძლო ამ ვადის დაცვა, მხოლოდ ერთი დღე-ღამით.
ამ დღეს, 1983 წლის 17 მაისს, 24 საათის დაგვიანებით წარმოადგინეს Macintosh.