ხრიკები 

[OS X Tips] როგორ გავხსნათ დამატებითი ჩანართი Finder-ის ფანჯარაში

რათქმაუნდა, ყველაზე ცხადია, რომ ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ კლავიატურული მალსახმობი Cmd+T, ან დავაწკაპუნოთ კურსორით პლუსის ხატულაზე ჩანართების ჯაჭვის ბოლოში. მაგრამ ჩვენ კიდევ ერთი ვარიანტიც მოგვეპოვება: შეგვძლია რომელი საქაღალდე წამოვათრიოთ მაუსით და დავაგდოთ იმავე პლუსის ხატულაზე. ვიზუალურად პლუსის ხატულა არაფრით არ შეიცვლება, მაგრამ ეფექტი მიღწეული იქნება, გაიხსნება ახალი ჩანართი ამ საქაღალდის შიგთავსით.

წამოთრევა, გადათრევა, დამიზნება… ძალიან ბევრი მანიპულაცია ხომ არ გვჭირდება ამ მცირე ოპერაციისათვის? შესაძლოა. მაშინ კიდევ უფრო მარტივ ვარიანტს გთავაზობთ. დააჭირეთ კლავიშს Command კლავიატურაზე და განახორციელეთ ორმაგი დაწკაპუნება სასურველ საქაღალდეზე. მზადაა. მოდი გავიმეოროთ:

Command-წკაპ-წკაპ.

Related posts