ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1994 წლის 16 მაისი

58views

PowerBook-ის მე-500 სერიის ნოუთბუკები რამდენიმე მომენტით იყო გამორჩეული. ფასები ამ კლასის ნოუთბუკისათვის მისაღებ დიაპაზონში იყო, 2270 დოლარიდან 4870 დოლარამდე. მათში იყო ბევრი რამ, რაც შეგვიძლია აღვწეროთ სიტყვით „პირველად“. პირველად გაჩნდა ჩადგმული სტერეო-სპიკერები. პირველად გამოიყენეს გაფართოების PCMCIA-ბარათები. პირველად გამოიყენეს NiMH (ნიკელ-მეტალჰიდრიდ) აკუმულატორი. ხოლო ყველაზე საინტერესო სიახლე გახლდათ, ტრეკპედი:

ტრეკპედი გამოიგონა ჯორჯ გერფაიდმა, 1988 წელს, მაგრამ ნოუთბუკების მწარმოებლები განაგრძობდნენ ტრეკბოლის გამოყენებას:

Apple-მა შეიძინა ლიცენზია ამ გამოგონებაზე ავტორისაგან და პირველმა გამოიყენა ის PowerBook-ის მე-500 სერიაში.

1994 წლის 16 მაისს გაყიდვაში გამოვიდა PowerBook 540c. სწორედ მასში იხილა საზოგადოებამ ტრეკპადი — ტრეკბოლის მომავალი „მკვლელი“.

Comments

comments

Leave a Response