ხრიკები 

iPhoto-ს ბიბლიოთეკის ოპტიმიზაციის ხელსაწყო

გინახავთ ოდესმე iPhoto-ს პირველი გაშვება, ახალ ვერსიაზე განახლების შემდეგ? თუ კი, მაშინ გეხსომებათ ის ხანგძლივი პროცესი, რომელიც საჭიროა ბიბლიოთეკის ოპტიმიზაციისათვის პროგრამის ახალ ვერსიასთან მუშაობისათვის.

მაგრამ რამდენად სასიამოვნოა ყოველი განახლების შემდეგ ამ ხანგძლივი პროცესის ხილვა? თუ შეიძლება, რომ ის ავიცილოთ? როგორც ირკვევა, შესაძლებელია. კომპანია Apple-ს აქვს მზა ხელსაწყო, iPhoto Library Upgrader, რომელიც ამზადებს iPhoto 7 და უფრო ადრეული ვერსიების ბიბლიოთეკას iPhoto-ს მიმდინარე ვერსიასთან სამუშაოდ. თუ საჭიროა ბიბლიოთეკის განახლება iPhoto 8, ან უფრო ახალი ვერსიიდან, ეს ხელსაწყო საჭირო არ არის.

ერთადერთი, რისი გაკეთებაც დაგჭირდებათ, ამ ხელსაწყოს ჩამოტვირთვა ამ ბმულიდან, მისი გაშვება და ეკრანული ბრძანებების შესრულება,

Related posts