Mac XL ვერ გახდა ბესტსელერი. მის ეკრანზე გრაფიკა და ტექსტი გაწელილი ჩანდა და ვერაფრით ვერ ჯდებოდა Macintosh-ის დიზაინის პარადიგმაში. ამ კომპიუტერს ჰქონდა ერთი პატარა საიდუმლო — მან ცხოვრება სულ სხვა სახელით დაიწყო, Lisa.
Lisa-ს ერთ-ერთი მთავარი ნაკლი, რომელიც გაყიდვებს ხელს უშლიდა, მაღალი ფასი გახლდათ. Apple გეგმავდა გაენახლებინა Lisa და ამით შეეცვალა მისი უიღბლო ყოფა ბაზარზე. მაგრამ ფაქტიურად, ახალი მოდელი მხოლოდ სახელით განსხვავდებოდა. და ეს იყო Mac XL.
Apple-ის გეგმამ ვერ იმუშავა. მოდელი არ იყიდებოდა.
საინტერესოა, რომ მიუხედავად ჩავარდნისა, სამომავლოდ Mac XL მაკების მრავალი მოდელის წინაპირობა გახდა.
ამ დღეს, 1985 წლის 15 მაისს, Apple-მა ოფიციალურად უარი თქვა Mac XL-ის წარმოებაზე.