ხრიკები

Download საქაღალდის გამოსახვის პრობლემა და როგორ ვებრძლოთ მას

54views

სხვადასხვა პატარ-პატარა შეცდომებს შორის, OS X Mavericks-ში არის ასეთიც — ფაილის ჩამოქაჩვის შემდეგ, ჩატვირთვის შკალა Downloads საქაღალდის ქვეშ დოკში არ ქრება. ჯობსის დროს არ იყო, ხომ, ამბობთ? გეყოთ, უბრალოდ სისტემის სავალალო შეცდომაა.

ინტერნეტი გვამცნობს: ყველაზე ხშირად ეს მოვლენა ხდება იმ მაკებზე, სადაც დაყენებულია ტორენტის კლიენტი Transmission, ხოლო რეცეპტი ფრიად რადიკალურია — ან μTorrent-ზე გადასვლა (არ გირჩევთ პირადი გამოცდილებით), ან სისტემის გამორთვა და ხელახალი ჩართვა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: ეს ჩვენი გზა არ არის. Transmission-ს ვერ დავთმობთ, კომპიუტერის ხელახლა ჩატვირთვა არ გვაწყობს (მერე Uptime-ით ვინ იამაყოს?), ამიტომ გთავაზობთ უმარტივეს მეთოდს — terminal.app და ერთი ჯადოსნური ბრძანება:

killall Dock

Comments

comments

Leave a Response