„Your iCloud storage is full“, — აქტიური მიმოწერის შემთხვევაში, სტანდარტული iCloud-ის მომხმარებლები ადრე თუ მალე ასეთ შეტყობინებას მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ უფასოდ Apple-ის ღრუბლოვან სერვისში თქვენ 5 გბაიტი გაქვთ. მაქსიმუმ, რასაც ამ შემთხვევაში შემოგთავაზებთ Apple, ღრუბლოვანი სივრცის გაზრდაა, წელიწადში 2 დოლარად ყოველი დმაატებითი გბაიტისათვის. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ალტერნატიული მეთოდი შემოგთავაზოთ — სპამის და არასაჭირო წერილების წაშლა სერვერიდან.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რისი გაკეტებაც შეიძლება — ღორმუცელა საფოტო სისტემის დასუფთავებას ხელს ძალიან უწყობს დანართი ფაილების (ე.წ „ათაჩმენტების“) წაშლა მიღებული და გაგზავნილი წერილებიდან. დანართებიანი წერილების გაფილტვრა შესაძლებელია ორი გზით: ან მენიუდან „View » Sort by » Attachments“, ან — სპეციალურად შექმნილი „ჭკვიანი“ საქაღალდის მეშვეობით „Mailbox » New Smart Mailbox“:
ამის შემდეგ, საკმარისია მონიშნოთ წერილები, რომლის დანართები აღარ გჭირდებათ და გამოიყენოთ ოპცია: „Message » Remove Attachments“. გრანტიას გაძლევთ, რომ მრავალ ათეულ და ასეულ მეგაბაიტს გამოათავისუფლებთ.