მიმოხილვა 

Apple-ის მეორე ფისკალური კვარტლის შედეგები

გაყიდვების შთამბეჭდავი ციფრები და აქციების უკუგამოსყიდვის პროგრამა 130 მილიარდ დოლარზე — ასეთია კუპერტინოს მეორე ფისკალური კვარტლის შედეგები. ტიმ კუკმა მოუყვა ჟურნალისტებს და აქციონერებს Apple-ის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის მარტის მდგომარეობით.

პრეზენტაციის ფარგლებში გამოქვეყნდა Apple-ის ფინანსური შედეგები 2014 წლის ფისკლაური კვარტლის მიხედვით. შეგახსენებთ, რომ Apple-ისთვის კვარტალი 31 მარტს დასრულდა. კომპანიამ კვარტალი შემდეგი შედეგებით დაასრულა:

  • ამონაგები: $45,6 მლრდ. დოლარი +4% გასული წლის იმავე პერიოდთან მიმართებაში (ანალიტიკოსების პროგნოზი იყო: $43,6 მლრდ. დოლარი);
  • შემოსავლი აქციაზე: $11,62, +15% გასული წლის იმავე პერიოდთან მიმართებაში (პროგნოზი: $10,16 ერთ აქციაზე);
  • iPhone-ების გაყიდვა: 43,7 მლნ. ცალი, +17% გასული წლის იმავე პერიოდთან მიმართებაში (პროგნოზი: 37,7 მლნ. ცალი);
  • აიფონის გაყიდვის საშუალო ფასი: $596 დოლარი $610-ის წინააღმდეგ, რაც ივარაუდეს ანალიტიკოსებმა;
  • iPad-ის გაყიდვები: 16,35 მლნ. ცალი, -16% გასული წლის იმავე პერიოდთან მიმართებაში (პროგნოზი: 19.7 მლნ. ცალი);
  • აიპედის გაყიდვის საშუალო ფასი: $465 დოლარი $430-ის წინააღმდეგ, რაც ივარაუდეს ანალიტიკოსებმა;
  • Mac-კომპიუტერების გაყიდვები: 4,1 მლნ. ცალი (პროგნოზი: 4,03 მლნ. ცალი);
  • iPod-დამკვრელების გაყიდვები: 2,76 მლნ. ცალი 2,99 მლნ.-ის წინააღმდეგ, რაც ივარაუდეს ანალიტიკოსებმა;
  • მთლიანი მარჟა: 39,3% ნაცვლად პროგნოზირებადი 37,7%-ისა;
  • სუფთა ამონაგები მეორე კვარტლის შედეგებით: $36 მლრდ. ნაცვლად საპროჰგნოზო $38,1 მლრდ.-სა.

კორპორაციამ ასევე გამოაცხადა აქციონერებისათვის სადამფუძნებლო კაპიტალის დაბრუნების პროგრამის შესახებ. ამ პროგრამისათვის გამოყოფილი იქნება 130 მილიარდ დოლარზე მეტი 2015 კალენდარული წლის ბოლომდე. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა განაცხადა, რომ Apple-ის აქციები არასაკამრისად შეფასებულია, კორპორაციის ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებს და ამიტომ მიესალმება დივიდენდების გადახდისა და კაპიტალის დაბრუნების პროგრამებს, აგრეთვე აქციების დამატებითი კონვერტაციის პროგრამას, 7/1-თან. დამატებითი ემისიის ღონისძიება და აქციის ფასის შემცირება, კუკის აზრით, Apple-ის ფასიან ქაღალდეს უფრო ხელმისაწვდომს გახდის ჩვეულებრივი მომხმარებლებისათვის.

პროდუქტი, რომელმაც ყველა ანალიტიკოსის მოლოდინი გააქარწყლა, iPhone გახდა. ტიმ კუკის განცხადებით, Apple-ის სმარტფონების ახალი თაობის მოდელებმა გაყიდვების მოცულობით გადაფარეს მოწყობილობის წინა თაობის მოდელები. მიუხედავად იმისა, რომ iPhone 4S ორი წლის წინ გამოვიდა გაყიდვაში, ის დღესაც კომპანიის ერთ-ერთი ბესტსელერია.

საგრძნობლად გაიზარდა აიფონების გაყიდვები რიგ ქვეყნებში:

  • ბრაზიალია — 61%;
  • რუსეთი — 97%;
  • თურქეთი — 56%;
  • ინდოეთი — 55%;
  • ვიეტნამი — 262%.

აიფონების გაყიდვების რეკორდული კვარტალური მაჩვენებლები აჩვენეს BRIC-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) წევრმა ქვეყნებმა. ჩინეთში Apple-მა ახალი სიმაღლეები დაიპყრო, სადაც ამონაგებმა 9.8 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, კვარტლის მონაცემებით. ამასთან, ჩინელების 60%-ზე მეტი, რომლებმაც შეიძინეს 4S, ან 5C ქვეყნის ტერიტორიაზე, აიფონზე ანდროიდ-სმარტფონიდან გადმოვიდნენ. კუკი ოპტიმიზმით უყურებს მომავალს სმარტფონების ბაზრის ზრდის პერსპექტივაში და Apple-ის წლის თვალსაზრისით ამ ბაზარზე. საუბარია ახალ მომხმარებლებზეც, მიგრაციაზეც iOS-ზე სხვა პლატფორმებიდან. აი აპედების გაყიდვებმა კი იმედები გაუცრუა ანალიტიკოსებს, თუმცა თვითონ ტიმ კუკი აცხადებს, რომ შედეგები შეესაბამებოდა შიდაკორპორატიულ პროგნოზებს. Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პლანშეტებს ყველაზე სწრაფად მზარდი პროდუქტი უწოდა კომპანიის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში: გაყიდვების დაწყებიდან (2010 წელს) სულ გაყიდულია 210 მილიონი ეგზემპლარი.

მოწყობილობების კიდევ ერთი საინტერესო სეგმენტი კორპორაციის საპროდუქტო პორტფელში — Apple TV სატელევიზიო მოდული გახლავთ. სანამ „ვაშლის ტელევიზორი“ ჯერ კიდევ დიზაინერებისა და ენთუზიასტების ფანტაზიის ნაყოფი გახლავთ, კუპერტინოდან გვაცნობეს 20 მილიონი მოდულის გაყიდვის შესახებ. თუმცა ახალი გაჯეტების გაჩენის პერსპექტივა Apple-ისგან კვლავ არსებობს: ტიმ კუკმა განაცხადა, რომ კორპორაციას აქვს ბევრი საინტერესო ჩანაფიქრი შემონახული, თუმცა სამომავლო გეგმების გამხელაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება ფასიან ქაღალდებს, აქ გარდა ზემოაღნიშნული კონვერტაციის პროცესისა და უკუგამოსყიდვისა, მოსალოდნელია დივიდენდების თანხების მატება თითოეულ აქციაზე და აგრეთვე კვარტული გადახდების დაწყებაც ამ მიმართულებით.

ფართოვდენა სპეციალისტების გუნდიც. 18 თვის განმავლობაში კუპერტინოში შეიძინეს 24 კომპანია, რაც იმაზე მეტია, ვიდრე Google-ში. საჯაროდ არ ცხადდება აღნიშნული კომპანიების სახელები, მაგრამ როგორც ცნობილია, შესყიდვისას Apple ძირითად აქცენტს პროდუქტების მწარმოებელ და R&D-სტარტაპებზე აკეთებს. საცალო გაყიდვების მიმართულება Apple-ში აპრილიდან ანგელა არენდსის ხელმძღვანელობით წარიმართება. შეგახსენებთ, რომ ქალბატონ ანგელას დიდი გამოცდილება აქვს მოდის ინდუსტრიაში (საინტერესოა, ხომ არ აპირებს Apple ამ მიმართულებით რაიმე სიახლის შემოთავაზებას).

ეს რაც შეეხებოდა მშრალ ციფრებს და სტატისტიკას. ახლა მოდით მოვუსმინოთ უშუალოდ Apple-ის ხელმძღვანელს, ტიმ კუკს, რომელმაც ინვესტორებისა და ნალიტიკოსების კითხვებს უპასუხა.

2014 წელს ახალი პროდუქტების გამსვლის დაგვიანების შესახებ

ტიმ კუკმა განმარტა, თუ რატომ არ ჩქარობს Apple ახალი მოწყობილობების გამოშვებას 2014 წელს. აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, კომპანია ისევე როგორც ყოველთვის, უკიდურესად სკურპულოზურად უდგება დეტალებს, რათა პროდუქტი უმაღლესი ხარისხის გამოვიდეს, რასაც მისგან ყოველთვის ელის ერთგული მომხმარებელი. კუკმა აღნიშნა, რომ მართლია Apple-ს არ გამოუშვია პირველი MP3-დამკვრელი, სმარტფონი, ან პლანშეტი, სამაგიეროდ მან შექმნა პირველი „ნამდვილი“ და „სწორი“ დამკვრელი, სმარტფონი და პლანშეტი. ძნელია, არ დაეთანხმო ტიმის სიტყვებს.

„ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ დეტალზე, რასაც გაცილებით მეტი დრო მიაქვს. ამაშია საქმე. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ყველაფრის სწორად გაკეთება, ვიდრე სწრაფად“.

მაგალითისათვის ტიმ კუკმა მოიყვანა სმარტსაათი Galaxy Gear, რომლის პირველი წარდგენა Samsung-ისათვის ძალიან მნშვნელოვანი იყო. შედეგად მოწყობილობა გაყიდვებში ჩავარდა. კომპანიის ხელმძღვანელი თვლის, რომ მყიდველებს ესაჭიროებათ „არაჩვეულებრივი“ მოწყობილობები, რომელთა წარმოდგენას Apple აპირებს. კომპანიას უკვე აქვს მრავალი მოწყობილობა, რომელთა ნახვა ძალიან უნდა ყველას, მაგრამ ჯერ-ჯერობით Apple არაა მზად ახალი პროდუქტების საჩვენებლად.

სხვა კომპანიების შეძენის შესახებ

კონფერენციის მსვლელობისას გაიჟღერა მონაცემებმა იმ კომპანიების შეძენის შესახებ, რომლებიც Apple-მა შეიძინა ბოლო 18 თვის განმავლობაში. ტიმ კუკის განცხადებით, სულ შეძენილ იქნა 24 კომპანია. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი შენაძენი ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება.

ანგელა არენდსის დანიშვნის შესახებ

ტიმ კუკმა განაცხადა, რომ უკვე აპრილიდან თავისი მოვალეობების შესრულებას დაიწყებს საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი. ეს თანამდებობა დაიკავა ანგელა არენდსმა, რომელმაც სანაცვლოდ Burberry-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა. თავისი განცხადებით კუკმა უარყო მარტის თვეში გავრცელებული ჭორი იმის შესახებ, რომ ანგელა კიდევ ცოტა ხნით დარჩებოდა ძველ თანამდებობაზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სულ ცოტა ხნის წინ ანგელა არენდსი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი გახდა Burberry-ში ნაყოფიერი მუშაობისათვის.

Apple-ის ფასიანი ქაღალდების შესახებ

ტიმ კუკის აზრით, Apple-ის აქციები ბოლო პერიოდში ნაკლებად იყო შეფასებული. ამავდროულად, აქციების უკუგამოყიდვის ინიციატივას, რომელიც კომპანიამ წამოწყო გასულ წელს, თავისი ნაყოფი მოაქვს და გვიჩვენებს Apple-ის რწმენას საკუთარ მომავალში.

აქციების გამოსყოდვის პროგრამა 130 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, თავდაპირველი 100 მილიარდის სანაცვლოდ და დაახლოებით 2015 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ამის გარდა, ცნობილი გახდა, რომ კომპანიას გადაწყვეტილი აქვს მოახდინოს აქციების ე.წ. Split, დაყოფა, შეფარდებით 7/1. ეს ნიშნავს, რომ Apple-ის აქციების ყველა მფლობელი მიიღებს დამატებით 6 აქციას ყოველ არსებულ 1 აქციაზე. აქციების ფასი ამ ღონისძიების შემდეგ გაცილებით დაიკლებს.

iPad-თან დაკავშირებით

აიპედების გაყიდვები გასულ კვარტალში საპროგნოზო მაჩვენებლებზე დაბალი აღმოჩნდა — სულ 16.35 მილიონი ცალი გაიყიდა. თუმცა Apple გვარწმუნებს, რომ ეს ციფრი კომპანიის მოლოდინების უმაღლეს წერტილს შეესაბამება. ამასთან iPad-ის მომხმარებელთა ორმა მესამედმა უკვე შეიძინა Apple-ის პირველი პლანშეტი. სხვათაშორის, iPhone-ისათვის იგივე მაჩვენებელი უდრის მომხმარებელთა ნახევარს.

ასევე ტიმ კუკმა კომენტარი გააკეთა ამასწინათ Microsoft-ის მირ გამოშვებულ Office for iPad-ის შესახებ. მისი აზრით, ამ საოფისე პაკეტის გამოშვება დადებითად იმოქმედებს მოწყობილობის გაყიდვებზე. ამასთან კუკი ვარაუდობს, რომ Microsoft-ისათვის გაცილებით ხელსაყრელი იქნებოდა აღნიშნული პროდუქტის უფრო ადრე გამოშვება. მოკლედ, Apple-ის მეთაურმა აღნიშნა, რომ მომხმარებლები დადებითად შეხვდნენ საოფისე პაკეტის დებიუტს.

iTunes-ის შესახებ

კვარტლის შედეგებით ცნობილი გახდა, რომ iTunes Store-მა საგრძნობ წარმატებას მიაღწია. კერძოდ, მომხმარებლებმა დახარჯეს 5.2 მლრდ დოლარი საყიდლებზე, რაც 24%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის იგივე პერიოდში. სულ ამმომენტისათვის App Store-იდან ჩამოტვირთულია 70 მლრდ აპლიკაცია, რაც 5 მლრდ-ით მეტია, ვიდრე იანვარში.

სულ iTunes-ში 800 მილიონი ანგარიშია რეგისტრირებული. ამასთან მათ უმრავლესობაში დამატებულია საკრედიტო ბარათი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფაქტტან მიმართებაში, რომ შესაძლოა Apple-მა შექმნას საკუთარი საგადახდო სისტემა.

დასრულდა Apple-ის მორიგი ფინანსური კვარტალი. კვარტალი, რომელიც დიდი შედეგბით არ გამორჩევა, თუ შევადარებთ წლის ბოლო კვარტალს, სადაც გაყიდვები ყოველთვის უფრო მეტია. მიუხედავად ამისა, ეს კვარტალი მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა. წინ გველოდება ცხელი ზაფხული და კდევ უფრო ცხელი შემოდგომა-ზამთარი, Apple-ის ფანტასტიური, ახალი პროდუქტებით.

Related posts