როდესაც Apple-მა დაიწყო საუბრები ახალი საოპერაციო სისტემის, Rhapsody-ს შესახებ, კონცეფციად დასახელებული იყო თავსებადობა Intel-ის პლათფრომასთან. ლოზუნგიც მოიფიქრეს: „develop once deploy everwhere“ (ერთხელ დაწერე პროგრამა, ყველაგან ამუშავე). ეს პროექტი, რომელსაც Yellow Box ერქვა, დეველოპერებს ჰპირდებოდა კოდის დაწერისას თავსებადობას ორივე პლათფრომასთან — Mac და PC.
მიზანი ფრიად ამბიციური იყო. და Apple საბ���ლოო ჯამში იძულებული გახდა უკან დაეხია. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ფილ შილერმა, Apple-ის ხელმძღვანელმა საერთაშორისო მარკეტინგის სფეროში:
ეს ის არის, რასაც ჩვენ გვთხოვდნენ დეველოპერები და მომხმარებლები — PowerPC-ისათვის სრულიად „მშობლიური“ სისტემა. ჩვენ არ შევქმნით Mac OS X-ს სხვა პლათფრომებისათვის. ჩვენი მთავარი მიზანია გავხადოთ Mac OS X საუკეთესო.
ფილ შილერმა მაშინ არ იცოდა, რომ ერთხელაც დადგებოდა დრო, როდესაც მას სრულიად საპირისპირო რამის თქმა მოუწევდა: Intel-ის პლათფრომაზე გადასვლასთან დაკავშირებით. და აი მაშინ ის იტყვის:
ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ვინმეს მოუნდება Windows-ის გაშვება მაკზე. სავარაუდოდ, ეს მოხდება.
მაგრამ ეს იქნება მოგვიანებით. ხოლო ამ დღეს, 1998 წლის 12 მაისს ყველა დაარწმუნეს იმაში, რომ Mac OS X მხოლოდ PowerPC-პლათფორმაზე იარსებებდა.