Umax — ერთ-ერთი პირველი მაკ-კლონების მწარმოებელმა კომპანიამ ზედმეტი პომპეზურობის გარეშე გამოუშვა კომპიუტერი SuperMac C500 LT/140. მასში იყო პროცესორი Motorola 603e 140 მჰც სიხშირით, მყარი დისკი 1.2 გბაიტი მოცულობით და 16 მბაიტი ოპერატიული მეხსიერება.
არცთუისე მძლავრი მონაცემები იმ დროისათვის, მაგრამ მაინც SuperMac C500 LT/140 გარკვეული თავის სატკივარი იყო Apple-ისათვის. ძირითადი მიზეზი იყო ფასი — 999 დოლარი. Apple-ის დაახლოებით იგივე პარამეტრების მოდელი, Perfoma 6360, 1500 დოლარი ღირდა.
Perfoma 6360-ში 20 მჰც-ით მეტი პროცესორი ეყენა და ეს იყო ერთადერთი განსხვავება.
SuperMac C500 LT/140 — ერთ-ერთი პირველი კლონი იყო, რომელიც 1997 წლის 9 მაისს გამოვიდა გაყიდვაში.