ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 8 მაისი

პროცესორი PowerPC 603Eс, 180 მჰც სიხშირით, 80 მბაიტამდე ოპერატიული მეხსიერება, ეკრანის აქტიური მატრიცა და 10.4 დუიმი ზომა, წონა მხოლოდ 2 კგ! სრულიად ნორმალური კონფიგურაციაა 90-იანი წლების ბოლოსათვის. ასეთი იყო ბევრისთვის სანატრელი პატარა და მსუბუქი ნოუთბუკი — PowerBook 2400.

წონის ეკონომია ეშმაკობთ მიიღწეოდა — ფლოპი-დისკწამყვანი, როგორც გარე მოწყობილობა. ნოუთბუკის შექმნაზე, როგორ საოცრადაც არ უნდა ჟღერდეს, IBM-ის გუნდი მუშაობდა. ის იყო Apple-სა და IBM-ს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგი.

საინტერესოა, რომ სამიზნე აუდიტორია ამ ნოუთბუკისათვის, ძირითადად იაპონელები იყვენენ. თავიდან Apple გეგმავდა ამ ნოუთბუკის მხოლოდ იაპონური ბაზრსითვის გამოშვებას. მაგრამ მრავალმა მოხმმარებელმა მიმართა კომპანიას თხოვნით, გამოეშვათ ნოუთბუკი მსოფლიო გაყიდვაში.

ამჯერად Apple-მა ყური დაუგდო მომხმარებლებს და მიიღო გადაწყვეტილება გამოეშვა PowerBook 2400 ყველასათვის.

1997 წლის 8 მაისს გაყიდვაში ჩაეშვა მსუბუქი PowerBook 2400.

Related posts