Apple I-ის გამოსვლიდან დაწყებული, ვიდრე დღევანდელ დღემდე, Apple ყოველთვის მხარს უჭერდა საგანმანათლებლო დარგს. ასეთი მიდგომა ფრიად კონკრეტულ შედეგებს იძლეოდა.
Henrico County Public School System ხელს აწერს ხელშკერულებას 23 ათასი თეთრი iBook-ის მოწოდებაზე, რითაც დაკმაყოფილდება თითოეული მასწავლებლისა და მოსწავლის მოთხოვნილება კომპიუტერებზე. ეს ფრიად წარმატებული პროგრამა იყო.
მაგრამ ნამდვილი ხალისობა დაიწყო მოგვიენბით, როდესაც Henrico County Public School System-მა გადაწყვიტა Dell-ის ტექნიკაზე გადასვლა და ძველი iBook-ების გაყიდვა არაჩვეულებრივ ფასად, 50 დოლარად დაიწყო.
მოთხოვნა 50 დოლარიან ნოუთბუკებზე იმდენად მაღალი იყო, რომ ამან გამოიწვია უწესრიგობები. ხალხის დიდი მასა მიაწყდა, რათა დაეკმაყოფილებინათ სურვილი ამ ფასად ნოუთბუკის შეძენისა.
ხელშკერულების შესახებ, რომელმაც ჯერ დააკმაყოფილა მოსწავლეთა და მასწავლებელთა სურვილები, ხოლო შემდეგ არეულობა გამოიწვია, 2001 წლის 7 მაისს გახდა ცნობილი.