ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1998 წლის 6 მაისი

59views

ფლოპი-დისკწამყვანის, ADB-პორტის, პრინტერის პორტის გარეშე, მოდემი მხოლოდ 33.6 კბიტ/წმ-ზე. ეს ის არაა, რასაც მომხმარებელთა უმრავლესობა ელოდა ახალი კომპიუტერისგან.

მაკების ძირძველი მომხმარებლები აღშფოთებულნი იყვნენ იმით, რომ მათ დასჭირდებოდათ ახალი პერიფერიული მოწყობილობების შეძენა. ასევე კრიტიკის საგანი იყო ახალი USB-პორტების დამატება, ვინაიდან ისინი ნაკლებად გავრცელებული იყვენენ.

სინამდვილეში, ვინაიდან პერიფერიულ მოწყობილობათ სამყაროში სულ უფრო ნაკლები რამ მზადდებოდა მაკისათვის, Apple-მა USB-ს დამკვიდრებით თავი დაიცვა ამ ტენდენციისაგან,

საუბარია პირველ iMac-ზე, რომელიც დაანონსდა 1998 წლის 6 მაისს.

ერთადერთი, რასაც Apple-მა ყური მიუგდო, იყო ის, რომ კომპიუტერში მოდემი შეცვალეს და გახადეს 56.6 კბიტ/წმ სიჩქარიანი.

Comments

comments

Leave a Response