Apple-ისათვის რონ ვეინის (Ron Wayne) მიერ მოფიქრებული ლოგო, რომელზეც გამოსახული იყო ნიუტონისა და ვაშლის ცნობილი ამბავი, ხელოვნების ნამდვილი ნიმუში გახლდათ. მაგრამ სტივ ჯობსს არ მოსწონდა სიტუაცია, როდესაც ძნელი გახდებოდა ამ ლოგოს დახატვა სხვადასხვა ზომაში. სიტუაციის გამოსასწორებლად მან მიმართა სარეკლამო კომპანია Regis McKenna Advertising-ს.
ლოგოს შექმნა დაევალა კომპანიის დიზაინერს, რობ ჯეინოფს (Rob Janoff). მრავალი ვარიანტის მოსინჯვის სემდეგ ის შეჩერდა დრეისათვის უკვე ყველასთვის ცნობილ ლოგოს ვარიანტზე — მოკბეჩილ, ცისარტყელას ფერებში გაფერადებულ ვაშლზე.
რობის განცხადებით, მოკბეჩილი ნაწილი იმიტომ გაუკეთეს, რომ შეუძლებელი ყოფილიყო სხვა ნაყოფთან ასოცირება, მაგალითად, პომიდორთან. თანაც ინგლისურად სიტყვების გარკვეული თამაში გამოდიოდა — მოკბეჩა (Bite) ეხმიანება სხვა სიტყვას ბაიტი (Byte), რაც ხაზს უსმვამდა კომპანიის საქმიანობას.
რაც შეეხება ფერად ზოლებს, რობის განცხადებით, რაიმე გარკვეული კონტექსტი მათში არ დევს. ერთადერთი, მწვანე ფერი იმტომ არის სულ ზემოთ, რომ ვაშლის ფოთოლი ბუნებრივ ფერში გამოსულიყო.
საინტერესოა, რომ ჟან-ლუი გასე, Apple-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო მოგვიანებით Be Inc.-ის დამფუძნებელი, შაყირობდა ამ თემაზე:
ჩვენი ლოგო ღრმა საიდუმლოს მატარებელია ჩემთვის, ჟინის და ცოდნის სურვილის, მოკბეჩილი, ცისარტელას ფერებში გაფერადებული, მაგრამ არასწორი თანმიმდევრობით. ძნელია უფრო სწორი ლოგოს მოფიქრება: ჟინი, ცოდნა და ანარქია.
მაგრამ ყველაფერი კარგი ადრე, თუ მალე მთავრდება. Apple-ის პრეზიდენტმა მაიკ სკოტმა (Mike Scott) ფერად ლოგოს უწოდა „the most expensive bloody logo ever designed“ და წამოიწყო ლოგოს ახალი ვერსიების შემუშავება. მათგან ერთ-ერთი, თეთრი ფერის, დღემდე ოფიციალურად გამოიყენება.