ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1998 წლის 2 მაისი

54views

მეგაჰერცების ომები მთავრდებოდა. სანამ მომხმარებლები კამათობენ, რომელი ჩიპი უფრო სწრაფია, Apple, IBM და Motorola ალიანსმა ახალი პროცესორი შექმნეს.

IBM ტრადიციულად ცდილობდა კონცენტრირება მეგაჰერცებზე მოეხდინა, მაგრამ Apple და Motorola ცდილობდნენ შეექმნათ „რაიმე განსაკუთრებული“. ეს რაიმე გახდა ვექტორული ინსტრუქციების ნაკრები, სახელად „Altivec“. ინსტრუქციების ამ გაფართოებულ ნაკრებს სერიოზულად შეეძლო ემოქმედა გრაფიკული აპლიკაციების წარმადობაზე.

თვითონ დასახელება „Altivec“ Motorola-ს დარეგისტრიებული სავაჭრო ნიშანია. მაგრამ Apple-ს არ შეეძლო ამასთან შერიგება, ამიტომ მოიფიქრა საკუთარი დასახელება — Velocity engine. სხვათაშორის, IBM-მაც საკუთარი სახელი მოიფიქრა —VMX.

1998 წლის 2 მაისს Motorola-მ წარმოადგინა ინსტრუქციების გაფართოებული ნაკრები. ხოლო Apple-მა წარმოადგინა ახალი პროცესორი G4 ამ ნაკრების მხარდაჭერით.

Comments

comments

Leave a Response