iBook მძიმე მოწყობილობა იყო (დაახლოებით 3 კგ), მაგრამ მაინც საკმაოდ პორტატული მოწყობილობა, შექმნილი სპეციალურად სტუდენტებისათვის. მასში განთავსებული იყო პროცესორი G3 300 მჰც, 32 ან 64 მბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 12.1 დუიმიანი ეკრანი, 800×600 გარჩევადობით, გრაფიკული სისტემა ATI Rage Mobility (2x AGP), მყარი დისკი 3.2 ან 6 გბაიტზე, 24х CD-ROM, ერთი USB-პორტი, ოფციის სახით მოყვებოდა WiFi-მოდული. და ჰქონდა გადასატანი სახელური:
სამწუხაროდ, ბევრს არ მოსწონდა ამ ნოუთბუკის დიზაინი. ის იწვევდა „Hello Kitty“-ს საუზმის ყუთთან ასოციაციას.
Apple-მა, როგორც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, მოუსმინა მომხმარებელთა კრიტიკას და სრულიად გადააკეთა iBook. მისი ახალი სტილი და თეთრი ფერი მიმსგავსებული იყო Titanium PowerBook-თან.
ახალ ნოუთბუკში დაყენებული იყო იგივე პროცესორი, მაგრამ ახლა უკვე 500 მჰც სიხშირის. ოპერატიული მეხსიერება 128 მბაიტი გახდა, ხოლო ეკრანის იგივე ზომის ფარგლებში გარჩევადობამ 1024×768-მდე მოიმატა. მყარი დიკის მოცულობაც გაიზარდა 10 გბაიტამდე. წონა კი 2.2 კგ-მდე შემცირდა.
ნოუთბუკი ისეთივე მყარად აწყობილი იყო, როგორც წინამორბედი. თუმცა გაუქრა გადასატანი სახელური.
აი, ასეთი განახლებული iBook წარმოადგინა კომპანიამ 2001 წლის 1 მაისს. მისი ფასი 1299 დოლარიდან იწყებოდა.