iPod-ში კვლავაც არ იყო ფერადი ეკრანი, თუნდაც ფოტოების სანახავად. ამასობაში გაყიდვისთვის მზადებოდა პორტატული ვიდეო-დამკვრელები. რათქმაუნდა, მომხმარებელბს ადარდება საკითხი, ექნებოდა თუ არა iPod-ს ვიდეოს დაკვრის საშუალება?
სტივ ჯობსი იმ დროს ამტკიცებდა, რომ მუსკის მოსმენა არ ითხოვს უშუალო კონცენტრაციას დამკვრელზე, ანუ პასიური ქმედებაა, ხოლო ვიდეოს ყურებისას საჭიროა კონცენტრაცია. iPod-ის ჭეშმარიტი ფასეულობა, სტივის აზრით, იყო იმაში, რომ ეს იყო მოწყობილობა, რომლითაც კომფორტულად შეიძლებოდა სარგებლობა პრაქტიკულად ნებისმიერ სიტუაციაში.
მან საკმაოდ გესლიანი რეზიუმე გაუკეთა საუბრებს თემაზე „მოწყობილობები, რომლებსაც ყველაფერი შეუძლიათ“ შემდეგი სიტყვებით:
იცით, ჩვენი შემდეგი დიდი ნაბიჯი იქნება შესაძლებლობა გააფიცხოთ ტოსტები მუსკის მოსმენის დროს! და ასევე ვეცდებით ჩავამონტაჟოთ მაცივარი!
დროთა განმავლობაში სტივმა შეიცვალა თვალსაზრისი ამ საკითხზე. როგორიც არ უნდა იყოს ჯობსის აზრის ცვლილების მიზეზი, ფაქტია რომ სწორედ 2004 წლის 30 აპრილს მან სრულიად უარყო მრავალფუქნციური მუსიკალური დამკვრელის იდეა.