ხრიკები

ღილაკების 10 სასარგებლო კომბინაცია

116views

თუ თქვენ ახლახანს შეიძინეთ მაკი და დაგხვდათ განსხვავებული კლავიატურა, გთავაზობთ 10 სასარგებლო კომბინაციას რის საშუალებითაც გაგიადვილდებათ ნავიგაცია ოპერაციულ სისტემაში:

1.  აპლიკაციის გათიშვა

აპლიკაციის სრულიად გასათიშად, დააჭირეთ Cmd + Q

2. აქტიური ფანჯრის დახურვა

თუ არ გსურთ აპლიკაციის სრულად გათიშვა და გსურთ უბრალოდ აქტიური ფანჯრის დახურა გამოიყენეთ Cmd + W

3. ახალი Tab-ის გახსნა

აპლიკაციების უმრავლესობას აქვს Tab-ების მხარდაჭერა. იმისათვის რომ ახალი ფაჯრის მაგივრად გახსნათ ახალი  Tab-ი დააჭირეთ Cmd + T

4. აპლიკაციების გადამრთველი

აქტიურ აპლიკაციებს შორის მაუსის გარეშე გადასართველად გამოიყენეთ Cmd + Tab

5. ძებნა Spotlight-ით

კლავიატურის კომბინაცია რომლის საშუალებით აქტიურდება  Spotlight ძებნა არის Cmd + Space bar

6. გაჭედილი აპლიკაციის გათიშვა

არის შემთხვევები როდესაც აპლიკაცია იჭედება. გაჭედილი აპლიკაციის გასათიშად გამოიძახეთ ფანჯარა Cmd + Option + Esc ამოირჩიეთ აპლიკაცია და დააძალეთ მას რომ გაითიშოს 🙂

7. Cut, Copy, Paste, Undo

თუ თქვენ იყენებდით ამ ოპერაციებისთვის კლავიატურის კომბინაციას PC-ზე, მაკის შემთხვევაშიც არ არის დიდი განსხვავება. Control ღილაკის ნაცვლად იყენებთ Cmd-ს და შესაბამისად X, C, V, Z.

8. კონკრეტული სიტყვის ან ფრაზის მოძებნა

თუ გსურთ რომელიმე ვებ გვერდზე რაიმე სიმბოლოს, სიტყვის ან ფრაზის მოძებნა გამოიყენეთ Cmd + F კომბინაცია.

9. Quick look

Quick look არის საკმაოდ კარგი საშუალება რათა ფაილის გახსნის გახსნის გარეშე შევძლოთ ამ კონკრეტული ფაილის Preview. მონიშნეთ სასურველი აპლიკაცია მასზე ერთხელ დაკლიკები და შემდეგ დააჭირეთ Space bar-ს.

10. გამორთვა, გადატვირთვა, ძილის რეჟიმი

თქვენი მაკის კომპიუტერის გამოსართავად, გადასატვირთად ან ძილის რეჟიმში გადასაყვანად, დააჭირეთ Control + Eject-ს და აირჩიეთ სასურველი ოპერაცია.

Comments

comments

Leave a Response