კომპანია Apple დაფიქრდა საკუთარ საოპერაციო სისტემაზე, ვინაიდან ის რაც მას ჰქონდა, უკვე აღარავის მოსწონდა. ახალი ვერსია, რომელიც მუშავდებოდა კომპანიაში, Copland, მკვდარშობილი იყო. ამასთან სიტუაციას ამძაფრებდა Apple-ის გიგანტურად გაბერილი შტატი და რესტრუქტურიზაცია ჰაერივით საჭირო იყო. გენერალურმა დირექტორმა, ჯილ ამეილიომ გარისკა და გადადგა კომპანიისათვის საკმაოდ მსტკივენული ნაბიჯები.
პირველი ასეთი ნაბიჯი იყო მცდელობა შეეძინათ BeOS. მაგრამ მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ამელიოს უნდოდა 200 მილიონის გადახდა, მაგრამ Apple-ის ყოფილი აღმასრულებელ ი დირექტორი და იმ მომენტში Be Inc.-ის გენერალური დირექტორი, ჟან-ლუი გასიე 275 მილიონს ცენტს არ აკლებდა.
ამის შემდეგ ამელიომ 1996 წლის ნოემბერში მოლაპარაკება სტივ ჯობსტან წამოიწყო. შედეგად 1997 წლის 4 თებერვალს მოხდა NeXT-ის შეძენა. ეს Apple-ს 429 მილიონი დოლარი დაუჯდა. რესტრუქტურიზაციამ კიდევ 155 მილიონი მოინელა.
შედეგად. 1997 წლის 16 აპრილს ინვესტორებმა ძალიან ცუდი ინფორმაცია მიიღეს — კომპანიის ზარალმა 708 მილიონი დოლარი შეადგინა.
თუმცა რეზერვში ჯერ კიდევ 1.4 მილიარდი დოლარი რჩებოდა და ამელიომ განაცხადა რომ „Future looks bright!“ და დაარწმუნა ინვესტორები რომ Apple შეძლებდა ზარალიდან ამოსვლას უკვე მომავალ კვარტალში.
კიდევ ერთი პრობლემა იყო — იმ მომენტისათვის აქციების ფასმა თავის 12 წლიან მინიმუმს მიაღწია.