ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1991 წლის 13 აპრილი

ამ დღეს მოხდა ფრიად საინტერესო ამბავი. IBM-ის ზოგიერ ინჟინერს გაუმართლა და მათ იხილეს საოპერაციო სისტემის, „Pink“-ის პროტოტიპი, რომელიც გაშვებული იყო IBM PS/2 Model 70-ზე. სისტემა გადასარევად გამოიყურებოდა და ძალიან წააგავდა Apple System 7-ს. ხოლო ის, ვინც ეს სისტემა წარმოადგინა, გახლდათ Apple-ის პრეზიდენტი — ჯონ სკალი.

თანაც, როგორც ამბობდნენ, სისტემა უფრო სწრაფად მუშაობდა 486-ე პროცესორზე, ვიდრე 68040-ზე. IBM-მა გადაწყვიტა ბოლომდე მიეყვანა სისტემა, მაგრამ ზოგიერთმა ფაქტორმა ხელი შეუშლა ამაში.

მიუხედავად ამისა, სწორედ ეს დემონსტარცია გახდა დასაწყისი Apple-ისათვის PowerPC-პროცესორებისაკენ.

Related posts