როდესაც ცნობილი გახდა, რომ Apple-ის მესამე თანადამფუძნებელმა — რონ ვეინმა (Ronald Wayne) გაყიდა თავისი წილი 10% 800 დოლარად კომპანიის არსებობის მე-12 დღეს, მას ვერავინ ვერ გაუგო. მარტივი გათვლები ხომ შემდეგს გვეუბნევა: Apple-ის აქციების 10% 20 წლის შემდეგ (2005 წელს) შეიძლება 6 მილიარდი დოლარი ყოფილიყო.
ჰოდა, რატომ მოხდა ასე? პასუხი ამ კითხვაზე მარტივია — რონ ვეინი ძალიან ფრთხილი ადამიანი იყო. როდესაც სტივმა აიღო კრედიტი 5000 დოლარის ოდენობით, პირველი შეკვეთის სესასრულებლად, ამან რონში ძალიან დიდი შეშფოთება გამოიწვია.
საქმე იმაშია, რომ იურიდიულად კომპანიის თითოეული დამფუძნებელი პირად ად აგებდა პასუხს კომპანიის ყველა ვალზე. და ჯობსის და ვოზნიაკისგან განსხვავებით ვეინს უკვე გააჩნდა ქონება, რომელიც ცუდ სიტუაციაში შესაძლოა გაყიდულიყო კრედიტორების მოთხოვნების დასაფარად. აი, რა სთქვა მან:
მე ვგრძნობდი, რომ Apple წარმატებული კომპანია იქნებოდა, მაგრამ ამავდროულად მას საკმაოდ ბევრი პრობლემაც შეექმნებოდა არსებობის განმავლობაში. მე არ შემეძლო გამერისკა…
მე უკვე მქონდა წარუმატებელი გამოცდილება ბიზნესში. მე ვბერდებოდი, ხოლო ამ ორს [ჯობსი და ვოზნიაკი], ფეხებზე ეკიდათ ყველაფერი. ეს იგივეა, რომ ვეფხვი კუდით დაითრიო და მე არ შემეძლო მათთან ერთად დარჩენა…
მოკლედ, რონსუბრალოდ ეშინოდა. საინტერესოა, რომ ჯობსი გარკვეული დრო ცდილობდა მის უკან დაბრუნებას, თუმცა უშედეგოდ. რონმა გადაწყვიტა დარჩენილიყო კომპანია Atari-ში.
ახლა რონი პენსიონერია. ყიდის მარკებს, ძველებურ მონეტებს და ოქროს. ის არასოდეს არ ფლობდა Apple-ის ტქენიკას 2011 წლის 5 სექტემბრამდე, როდესაც კონფერენციაზე „Update“ მას აჩუქეს iPad 2.