Apple-ის დამფუძნებლებმა თავიდან გადაწყვიტეს გაეყიდათ Apple I-ის მხოლოდ ცარიელი დედა-დაფა. ენთუზიასტებს თვითონ შეეძლოთ ყველა საჭირო კომპონენტის დამაგრება მასზე და ამით კომპიუტერის აწყობა.
მაგრამ თავდაპირველი გეგმა შეიცვალა, როდესაც ჯობსმა შეძლო 50 კომპიუტერის გაყიდვა მაღაზია Byte Shop-ზე. მაღაზიას კი სურდა მთლიანად გამზადებული კომპიუტერების გაყიდვა და არა კონსტრუქტორის.
მიუხედავად ამისა, Byte Shop-მა მიიღო მართალია არა მთლიანად გამზადებული კომპიუტერი, მაგრამ არც ცარიელი დედა-დაფა:
კომპიუტერი Apple I აგებული იყო MOS Technology 6502 პროცესორზე, რომლის ტაქტური სიხშირე 1 მჰც იყო, ჰქონდა 8 კბაიტი ოპერატიული მეხსიერება, რომლის გაზრდა 64 კბაიტამდე შეიძლებოდა. ვიდეოქვესისტემას 1 კბაიტი მეხსირება ჰქონდა და ეკრანზე გამოჰქონდა 24 სტრიქონი, თითოში 40 სიმბოლო.
სწორედ ამ დღიდან დაიწყო Apple I-ის გაყიდვები, მაგრამ მხოლოდ Byte Shop-ში. მისი ფასი 666.66 დოლარი იყო.