ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1985 წლის 10 აპრილი

96views

ეს დღე ისტორიული და ფრიად დრამატული გახდა ჯობსის ცხოვრებაში. სწორედ ამ დღეს დაიწყო დირექტორთა საბჭოს ისტორიული სხდომა, რომელზეც გადაწყდა სტივ ჯობსის ბედ-იღბალი.

სტივი იმ პერიოდში ხელმძღვანელობდა Apple III-ის ჯგუფს. მისი ხელმძღვანელობის სტილი ფრიად ნეგატიურ გამოხმაურებს ჰპოვებდა. ჯობსმა შეიქმნა ისეთი ხელმძღვანელის რეპუტაცია, რომელიც მუდმივად აჭარბებს თავის უფლება-მოსილებებს, ერევა იმ სფეროებში, რომლებიც მისი კომპეტენციის მიღმაა. სხვა განყოფილებების ხელმძღვანელებმა საყვედურებით აავსეს კომპანიის პრეზიდენტი სკალი ამ ყველაფრის გამო. კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სტივის მართვა ასე დაახასიათა: „სტივ ჯობსი და მართვა — ოქსუმორონია“.

ჯონ სკალიმ ასევე ხაზი გადაუსვა ჯობსის ქცევას შემდეგი სიტყვებით:

I had given Steve greater power than he had ever had and I had created a monster.
(მე მივეცი სტივს იმაზე მეტი ძალაუფლება, რაც რომ მას ოდესმე ჰქონია და ამით შევქმენი მონსტრი.)

ამ დღეს სკალიმ სთხოვა დირექტორთა საბჭოს ჯობსისთვის ჩამოერმიათ მისი ძირითადი მოვალეობები და შეეთავაზებინათ კომპანიის დატოვება. კრების წინ შედგა საუბარი სკალისა და ჯობსს შორის, რომელშიც სკალიმ გულახდილად უთხრა, თუ რის მოთხოვნას აპირებდა სხდომაზე.

დირექტორთა საბჭომ ხანგძლივი ბჭობის შემდეგ, რომელიც თითქმის ერთი დღე-ღამე გრძელდებოდა, ვერ შეძლო სკალისა და ჯობსის შერიგება და ბოლო-ბოლო იძულებული გახდა დათანხმებოდა სკალის არგუმენტებს, რომელმაც ულტიმატუმი წამოაყენა — ან ის, ან ჯობსი. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული — სტივ ჯობსს კომპანია დაატოვებინეს.

Comments

comments

Leave a Response