PowerPC-პროცესორი 10 წელზე მეტ ხანს თითოეული მაკის გული იყო. ეს ჩიპი მიეკუთვნებოდა RISC-პროცესორების კლასს (Restricted (reduced) Instruction Set Computer — კომპიუტერი ბრძანებების გამარტივებული ნაკრებით). მას ჰქონდა მთელი რიგი უპირატესობები x86 არქიტექტურის პროცესორებთან მიმართებაში.
Apple-მა ეს უპირატესობები საკმაოდ დამაჯერებლად ჩათვალა იმისათვის, რომ ამ პროცესორის გამოყენება დაეწყო. გადაწყვეტილებამ საოპერაციო სისტემის სერიოზული გადაკეთება მოითხოვა და „დიდი თავის ტკივილი“ გახდა კომპანიის პროგრამისტებისათვის.
ისტორიული ცნობა
IBM-მა შესთავაზა Apple-ს თანამშრომლება ერთჩიპიანი, RISC-პროცესორების შექმნაში. ამის შემდეგ საკმაოდ მცირე ხანში Apple-მა Motorola-ს შესთავაზა შეერთებოდა ამ წამოწყებას, ვინაიდან Apple თვლიდა, რომ Motorola შეძლებდა უფრო მეტი რაოდენობის პროცესორის წარმოებას, ვიდრე IBM. ეს სამმაგი კავშირი ცნობილი გახდა სახელით AIM, კომპანიების დასახელების პირველი ასოების მიხედვით.
Motorola-სთვის ამ კავშირში შესვლა ფრიად ხელსაყრელი იყო. ამის საშუალებით მან შეძლო კარგად დატესტილი და მძლავრი RISC-პროცესორის გაყიდვა ბაზარზე ისე, რომ ერთი ცენტიც არ დაუხარჯავს მის შექმნაზე. ამასთან ერთად მას ჰყავდა ამ პრო���ესროების მსხვილი მყიდველი — Apple და კიდევ ერთი პოტენციური მყიდველი — IBM-ის სახით, რომელსაც შეეძლო არ ეწარმოებინა PowerPC-ის უმცროსი მოდელები, არამედ Motorola-სგან შეეძინა.
შედეგად, ყველა მოგებული დარჩა:
- IBM-მა მიიღო სასურველი ერთჩიპიანი პროცესორი, ფაქტიურად უფასოდ;
- Apple-მა მიიღო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი RISC-პროცესორი და დამატებით უფასო რეკლამა IBM-ის პუბლიკაციებში;
- Motorola-მ მიიღო თანამედროვე ჩიპი, რომლის დიზაინის შექმნაში მას IBM ეხმარებოდა და აგრეთვე გასაღების დიდი ბაზარი.
ეს თარიღი, 1993 წლის 9 აპრილი ითვლება პირველი PowerPC ჩიპების გაყიდვის ათვლის თარიღად.