ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1976 წლის 7 აპრილი

60views

რამდენადაც საოცრად არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ ის, რომ სტივ ვოზნიაკმა შექმნა Apple I, ხოლო სტივ ჯობსი ამაში არანაირ მონაწილეობას არ ღებულობდა, ფრიად გავრცელებული შეცდომაა. სინამდვილეში, ყველაფერი ცოტა სხვანაირად იყო. რათქმაუნდა, ვოზნიაკმა შეასრულა ყველა ტექნიკური სამუშაოები Apple I-ში, მაგრამ ჯობსის გარეშე ბაზარი ვერასოდეს ვერ იხილავდა ამ კომპიუტერს.

Apple I რეალურად დაიბადა მაშინ, როდესაც კომპანიამ ამ მოდელის ორმოცდაათ ეგზემპლარზე მიიღო შეკვეთა. რამაც დაუყოვნებლივ მოუტანა 25 ათასის შემოსავალი. მაგრამ ერთი პატარა პრობლემა იყო — კომპანიას არ გააჩნდა საკმარისი თანხები, იმისათვის, რომ შეეძინა ყველა საჭირო მაკომპლექტებელი ნაწილი კომპიუტერისათვის.

და აქ სტივ ჯობსმა თავი გამოიჩინა: ის გადავიდა მოლაპარაკებების რეჟიმში. ჯერ მან ხუთი ათასი დოლარის კრედიტი აიღო, სამი თვის ვადით, შემდეგ დაარწმუნდა მომწოდებლები, რომ მათ 25 ათასის პროდუქცია ვალად მიეცათ.

პირველი კრედიტი, რომელმაც, შესაძლოა კომპანია Apple-ის მომავალი განსაზღვრა, სტივ ჯობსმა 1976 წლის 7 აპრილს აიღო.

Comments

comments

Leave a Response