ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1939 წლის 6 აპრილი

49views

რათქმაუნდა, ჯონ სკალი ცნობილია, როგორც Apple-ის ყოფილი პრეზიდენტი და რომელმაც თავი გამოიჩინა ჯიბის კომპიუტერის, Newton-ის წარმოებაში გაშვებით. სინამდვილეში კი, თავის ცხოვრებაში მას გაცილებით მეტი სასაკეთო რამ აქვს გაკეთებული.

მანამდე, სანამ ის Apple-ში გადაბარგდებოდა, სკალი Pepsi Challenge-ის ფრიად წარმატებული მარკეტინგული კამპანიის სათავეებში იდგა, რომელმაც ის Pepsi-ის ხელმძღვანელი გახადა. მაგრამ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს მისი ტექნიკური უნარებიც.

ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობისას, ჯონიმ მოიფიქრა ფერადი ელექტრონულ-სხივური მილაკის იდეა, ხოლო Apple-ის ხელმძღვანელობისას მოიგონა ტერმინი PDA.

სკალი აქტიურად ეხმარებოდა ბილ ქლინთონს საპრეზიდენტო კამპანიისას, თუმცა ვერ მიიღო ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რისი დიდი იმედიც ჰქონდა.

ადამიანი, რომელმაც შეძლო Pepsi-ს ფეხზე წამოყენება, ბილ ქლინთონის დახმარება, გამხდარიყო აშშ-ს პრეზიდენტი, მიიყვანა Apple-ის თავის ყველაზე დიდ წარმატებებთან და წარუმატებლობებთან, დაიბადა 1939 წლის 6 აპრილს.

დაბადების დღე გილოცავთ, ჯონ!

Comments

comments

Leave a Response