ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2003 წლის 3 აპრილი

61views

როდესაც მუსიკალურმა დამკვრელმა iPod-მა მსოფლიოს დაპყრობა დაიწყო, საცალო გაყიდვების უმსხვილესი ქსელები იყო Target და Dell. საოცარია, არა? მიუხედავად იმისა, რომ ოდესმე Dell გადაწყვეტს საკუთარი მუსკალური დამკვრელის გამოშვებას, 2003 წელს ორი მოსისხლე მტერი თანამშრომლობდა.

ამ პარტნიორობის წყალობით, Apple-მა მიიღო წვდომა უმსხვილეს საცალო ქსელზე, სადაც შეძლებდა PC-მომხმარებლებისათვის საკუთარი ტექნოლოგიების შეთავაზებას, ხოლო Dell კუპერტინოს წყალობით პროგრესის მოწინავე საზღავრზე იმყოფებოდა და მომხმარებლებს სთავაზობდა თანამედროვე პროდუქტებს.

მაგრამ ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდა. ზუსტად უცნობია, რა მიზანი ამოძრავებდათ კუპერტინოში, როდესაც პარტნიორობის ახალ პირობებს ქმნიდნენ იმ კომპანიებისათვის, ვისაც სურდა iPod-ების გაყიდვა, მაგრამ Target-მაც და Dell-მაც დაუყოვნებლივ უარი თქვეს ახალ პირობებზე და საერთოდ რაიმე საქმის დაჭერაზე Apple-თან.

თუმცა, ყველაზე საშინელი იყო ერთი პუნქტი: კომპანიებს უნდა მიეცათ Apple-ისათვის წვდომა ბოლო რამდენიმე წლის საკუთარ ფინანსურ დოკუმენტებზე. ეს კი, როგორც მოგეხსენებათ, კომერციული საიდუმლოა.

შედეგად, საკამათო პუნქტი ამიღეს ხელშკერულებიდან და iPod-ები დაბრუნდა დახლებზე.

კონფლიქტი კომპანიებს შორის დაიწყო 2003 წლის 3 აპრილს.

Comments

comments

Leave a Response