ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1976 წლის 1 აპრილი

როდესაც სტივ ვოზნიაკმა დაასრულა Apple I-ზე მუშაობა, ის გეგმავდა გამოგონების სრულიად უსასყდლოდ გავრცელებას. სტივ ჯობსმა დააჯერა ვოზნიაკი იმაში, რომ უმჯობესი იქნებოდა გამოგონების ვინმეზე მიყიდვა. ვინმეზე — მაგალითად, Atari-ზე, სადაც მუშაობდა სტივ ჯობსი, ან Hewlett-Packard-ზე, სადაც მუშაობდა სტივ ვოზნიაკი.

მაგრამ ორივე კომპანიამ უარი განაცხადა შეძენაზე. მათ ჩათვალეს, რომ გამოგონება საინტერესოა, თუმცა არ ემთხვევა მათ ინტერესებს. ჯობსმა გადაწყვიტა, რომ ამ შემთხვევაში ისინი თვითონაც შეძლებდნენ გაყიდვას. საწყისი კაპიტალისათვის სტივ ჯობსმა თავისი მიკროავტობუსი გაყიდა, ხოლო ვოზნიაკმა — სამეცნიერო კალკულატორი.

ასე გაჩნდა კომპანია Apple. თუმცა იყო ერთი პრობლემა: თითოეულ სტივზე კომპანიის წილი 50% მოდიოდა, ამიტომ უნდა ყოფილიყო ვინმე მესამეც — ასე უფრო გაადვილდებოდა გადაწყვეტილებების მიღება. ეს მესამე გახდა რონ უეინი, Atari-დან, რომელსაც წილი 10% დაუთმეს.

შედეგად, სამეულმა შეიტანა კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტები. 1976 წლის 1 აპრილს კომპანია Apple ოფიციალურად დარეგისტრირდა. ეს იყო 38 წლის წინ.

დაბადების დღეს გილოცავ, Apple!

Related posts

  • საინტერესი იყო. მეც ვულოცავ თუმცა დიდად არ მომწონს მათი პროდუქცია.