როდესაც 1997 წელს სტივ ჯობსი დაბრუნდა Apple-ში, ცოტა ვინმე თუ ივარაუდებდა, რომ სტივი ასე დიდი ხნით დარჩებოდა კომპანიაში. თვითონ ის არ თაკილობდა იმის გამეორებას, რომ ეს იყო მხოლოდ „დროებითი გადაწყვეტილება“. და თვითონ კუპერტინოს მმართველობა არ მალავდა მცდელობას ეპოვნა კომპანიის „ნამდვილი“ ხელმძღვანელი.
დრო გადიოდა. Apple-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე კანდიდატები სწრაფად ჩნდებოდნენ და ასევე სწრაფად ქრებოდნენ. მთელი ეს პერიოდი სტივ ჯობსი განაგრძობდა კომპანიის მართვას და წესრიგის დამყარებას, რაც გამოიხატებოდა უპერსპექტიო პროექტების დახურვაში და ახალი ხანის — iკომპიუტერების და iპროგრამების — მომზადებაში.
სტივ ჯობსის ტაქტიკა და სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა. მისმა ქმედებებმა მიგვიყვანეს იქამდე, რომ 1998 წლის კრიზისი კომპანიამ წარმატებით დაძლია და წინ მას ნათელი მომავალი უჩანდა. სტივ ჯობსის ამ სიტუაციაში შეცვლა ნამდვილი დანაშაული იქნებოდა.
კუპერტინოს მმართველობაში ეს ესმოდათ და დანაშაულის ჩადენა არ უნდოდათ. 1998 წლის 27 მარტს ედგარ ვოლარდმა, გამგეობის წევრმა განაცხადა:
ის არის კომპანიის ხელმძღვანელი, მნიშვნელობა არა აქვს, დროებითს ვუწოდებთ, თუ არა. ჩვენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ჩვენთან დიდხანს დარჩება.