მიუხედავად იმისა, რომ 1997 წლის 25 მარტს Apple-მა გამოაცხადა კოლოსალური ზარალის შესახებ, 700 მილიონი დოლარის ოდენობით, უკვე მეორე დღეს, 26 მარტს კომპანიამ წარმოადგინა ახალი კომპიუტერი, სახელად eMate.
eMate წარმოადგენდა ფრიად მინიატურულ პორტატულ კომპიუტერს ნახევრადგამჭვირვალე პლასტიკატისაგან. კომპანიის მოსაზრებით ახალი პროდუქტი იდეალურად გამოადგებოდა უფროსკლასელებს.
მაგრამ ერთი პრობლემა იყო — პრაქტიკულად აღმოჩნდა, რომ eMate რაიმე სიახლის მატარებელი არ იყო. რეალურად, eMate — იგივე Newton იყო, რომლის შექმნაზე მილიარდი დოლარი დაიხარჯა. სხვაობა ის გახლდათ, რომ eMate-ს ახალი კორპუსი დ აკლავიატურა ჰქონდა. შესაბამისად ის შეეჯახა იგივე პრობლემებს, ხოლო გაყიდვით კიდევ უფრო ცუდად იყიდებოდა.
„წარმატებული დებიუტი“ 1997 წლის 26 მარტს შედგა.