ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1992 წლის 23 მარტი

65views

დღეისათვის, როდესაც Mac-მომხმარებლები ახალ მოდელს ირჩევენ, თვლიან, ღირს თუ არა დამატებითი 200 დოლარის გადახდა მეტ მეხსიერებაში. ხოლო ორიოდე ათეული წლის წინ არჩევანი დგებოდა უფრო ცხად საკითხებს შორის — ფერად და შავ-თეთრ მონიტორზე.

პირველი ბიუჯეტური Mac, რომელსაც ჰქონდა ფერადი გამოსახულების გამოტანის შესაძლებლობა, იყო Mac LC. თუმცა ტექნიკურად ეს იყო საკმაოდ სუსტი მოდელი, მაგრამ 80-იანი წლების ბოლოს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა ტექნიკურ მახასიათებლებს, არამედ იმას, თუ რას ხედავდა მომხმარებელი მანქანასთან მუშაობისას.

90-იანი ლწბის დასაწყისისათვის Apple მივიდა მოდელების განახლებაზე, რამაც მოგვცა Mac LC II. ტექნიკური გაუმჯობესება ამ მოდელს სამწუხაროდ არ მიუღია. უფრო მეტიც, მუშაობის სისწრაფის თვალსაზრისით ზოგჯერ ჩამორჩებოდა კიდევაც თავის წინამორბედს. მაგრამ მან დაიპყრო მომხმარებელთა გულები ორი სხვა მომენტით — მოდულური არქიტექტურით და დაბალი ფასით, 1400 დოლარი.

იაფი მაკების მეორე თაობა 1992 წლის 23 მარტს გამოვიდა გაყიდვაში.

Comments

comments

Leave a Response