ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2002 წლის 22 მარტი

მუსიკალური დამკვრელი iPod თავიდანვე ბესტსელერად დაიბადა. მისი პირველი თაობა, რომელიც დღეს უკვე არქაული ჩანს, იშვიათად ჩნდებოდა ტავისუფალ გაყიდვაში. მაგრამ როგორც კი გამოჩნდებოდა — დაუყოვნებლივ იყიდებოდა.

კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო Apple ამ სიტუაციაში, ბევრი იტყოდა რომ საჭირო იყო წარმოების მოცულობის გაზრდა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ ეს არასწორი პასუხია. Apple სხვა გზით წავიდა და გამოაცხადა iPod-ის ახალი თაობის გამოშვების შესახებ.

რათქმაუნდა, ახალმა iPod-მა ვერ მიიღო ვიდეოს ჩვენების საშუალება და არც ზომებში შემცირებულა, მაგრამ გაიზარდა მეხსიერების მოცულობა ორჯერ. ამის გარდა, ახალ iPod-ს შეეძლოს მისამართთა წიგნის შენახვაც.

აი, რა იყო ნათქვამი Apple-ის ოფიციალურ პრეს-რელიზში:

iPod საშუალებას გაძლევთ ჩაიდოთ თქვენი სრული მუსიკალური კოლექცია ჯიბეში და დატკბეთ მისი მოსმენით, სადაც არ უნდა იყოთ. ახალი, 10 გბაიტიანი iPod-ით თქვენ შეგიძლიათ შეუსვენებლივ უსმინოთ მუსიკას სან-ფრანცისკოსა და ტოკიოს შორის ექვსი გადაფრენის განმავლობაში. არცერთი კომპოზიცია არ გაიჟღერებს ორჯერ. ამის გარდა, თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ კონტაქტების სია დამკვრელში.

10 გბაიტიანი iPod 2002 წლის 22 მარტს გამოვიდა.

Related posts