ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 20 მარტი

28views

მიუხედავად იმისა, რომ 1997 წელს კომპანია Apple-ის ფინანსურ მდგომარეობას სტაბილურს ვერ ვუწოდებდით, თავისი 20 წლის იუბილე კუპერტინომ დიდი ამბით აღნიშნა. საზეიმო პროგრამაში შედიოდა ფრიად უცნაური Mac-ის დებიუტი, რომელსაც ეწოდა Mac 20th Anniversary Edition.

ეს საიუბილეო Mac, სწორედ ამ სახელით უფრო არის ცნობილი ის საზოგადოებისათვის, არაფრით არ ჰგავდა Apple-ის სხვა დანარჩენ კომპიუტერებს. ის იყო პირველი Mac ჩადგმული თხევადკრისტალური ეკრანით. მას ჰქონდა არა მარტო არასტანდარტული კორპუსი, არამედ ერთადერთი სამუშაო სადგური ჩადგმული ტრეკპედით. ამის გარდა მას ჰქონდა ოპტიკური დისკწამყვანი და აკუსტიკური სისტემა Bose-სგან.

სიის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება. ეს Mac მართლა არაჩვეულებრივი იყო. შეიძლება ითქვას, რევოლუციურიც. თუმცა ხელმისაწვდიმი არცთუ ისე ბევრისათვის.

სულ ეს მოდელი 12 ათასი ცალი გამოუშვეს, ხოლო ფასი 7500 დოლარი ღირდა. მყიდველთან მისი ეგზემპლარი ლიმუზინით მიჰქონდათ და სმოკინგში გამოწყობილ მძღოლს სახლში შეჰქონდა.

იუბილარის ოფიციალური დებიუტი 1997 წლის 20 მარტს შედგა.

Comments

comments

Leave a Response