მიმოხილვა 

Mac Pro-ს მიმოხილვა

სულ რამდენიმე თვის წინ, კომპანია Apple-მა წარმოგვიდგინა გასაოცარი დიზაინის და კონსტრუქციის ახალი Mac Pro. სამწხუაროდ, საქართველოში ის, რამდენადაც ვიცი, ჯერ არ შემოსულა, თუმცა მე მაინც მოვახერხე მისი ნახვა. ახლოდან.

ეს ალბათ ყველაზე უცნაური სახის მაკია, რაც კი რამ მე ოდესმე მინახავს. არადა, მერწმუნეთ, ძალიან ბევრი მოდელი მაქვს ნანახიც და გამოცდილიც. და როგორი უცნაურიცაა, ისეთივე არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. სრულიად უცხო და გავბედავ და ვიტყვი, ეფლისადმი აგრესიულად დამოკიდებული ადამიანებიც კი (და რომ იცოდეთ, ასეთი საკმაოდ ბევრი ყოფილა) გულგრილნი ვერ რჩებიან Mac Pro-ს დანახვისას.

წინამორბედი Mac Pro საკმაოდ ჩვეულებრივად აღიქმებოდა — დიდი და მაძლავრი (ძალიან მძლავრი) კომპიუტერი, რომელსაც გაფართოების არსებითად ფართო შესაძლებლობები გააჩნდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, მის დიზაინსაც აღტაცებაში მოყავდა PC-სისტემების მოყვარულები. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კორპუსს გახსნიდი და აჩვენებდი, თუ როგორ იყო ჩალაგებული კომპონენტები, თითოეული მილიმეტრი ათვისებული იყო ზედმიწევნით და კორპუსის შიგნითაც კი ესთეტიკის ზეიმი იყო.

ახალი მოდელი, შავი ფერი, მცირე ზომის ცილინდრის ფორმის თიტქოსდა დიდ შთაბეჭდილებას ვერ უნდა ახდენდეს, მაგრამ მერწმუნეთ, ახდენს. მისი შავი კორპუსი, რომელიც სინამდვილეში ალუმნისგან არის დამზადებული (თუმცა ერთი შეხედვით პლასტიკატის გეგონება და კიდევ ერთხელ დიდ აღტაცებას იმსახურებს), გამიზნულია მომხმარებელს დაანახოს, რომ მის წინაშე ზემძლავრი რამ არის წარმოდგენილი.

როდესაც ხსნი კორპუსს, რაც ძალიან ადვილია: ჩამკეტის ერთი შემოტრიალება და ცილინდრი მთლიანად ძვრება, თვითმხილველების მხრიდან შორისდებულების კიდევ ერთი ნაკადი მოდის, ვინაიდან ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ კომპიუტერში იმალება ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმადობის მქონე კომპიუტერი. მეხსიერების ფოსოები, SSD-ს დამატების ადგილი — არის საშუალება კიდევ უფრო მძლავრი გავხადოთ კომპიუტერი. ახლა, ჯერ დეველოპერებს ბოლომდე არ გადაუკეთებიათ ტავიანთი აპლიკაციები Mac Pro-ს სიმძლავრეების ბოლომდე ასათვისებლად, მაგრამ 4K-ვიდეოს და სხვადასხვა სახის სპეც-ეფექტების წარმოებისათვის ამ კომპიუტერს ნამდვილად გააჩნია პოტენციალი. ხოლო ხვალ-ზეგ უკვე 8K-ვიდეოც აქტუალური გახდება და ასეთი სახის შიგთავსს მომზადება სჭირდება. სწორედ მისთვის იქნება ზედგამოჭრილი Mac Pro.

და მაინც, Mac Pro გვაოცებს. რთავ დისკზე ჩაწერის ხელსაწყოს და გაოცებისაგან ყბა ნელ-ნელა გივარდება დაბლა — თითქმის 1 გბაიტი მონაცემები წამში ჩაწერაზე და კითხვაზე. მაგრამ რაღაც მომენტში გრძნობ გარკვეულ დისბალანსს: დააწკაპუნებ რომელიმე აპლიკაციაზე და ის ეშვება არა წამის 1 მემილიონედში, როგორც შენ ამას ელოდები ასეთი სიმძლავრის კომპიუტერისაგან, არამედ ჩვეულებრივ, თუმცა ზალიან სწრაფად. თუმცა უნდა აღინიშნოს, თამაში Bioshock გაცილებით უფრო სწრაფად გაეშვა, ვიდრე Macbook Pro-ზე. სიმართლე უნდა ითქვას, ჯერ-ჯერობით არ მომეცა საშუალება შემემოწმებინა ვიდეო-ბარათების წარმადობა სრული დატვირთვით. როგორც კი ამას შევძლებ, აუცილებლად მოგახსენებთ შედეგებს.

ორიდეო სიტყვა გაგრილების ინოვაციური სისტემის შესახებ. Mac Pro მთლიანად ერთი დიდი რადიატორია, სამკუთხედის ფორმის. სისტემური პლატები ამ რადიატოზეა მიმაგრებული სამივე მხრიდან. მძიმე და რთული აპლიაციების გაშვებისას, როგორიც არის, მაგალითად Final Cut Pro, გამაგრილებელი ვენტილატორები დიდად არ იტვირთებოდნენ. რათქმაუნდა, ჰაერი მოძრაობა კორპუსიდან ვერტიკალურად ზემოთ იგრძნობოდა, მაგრამ უნიშვნელოდ. მოკლედ, რაღაც საოცარ სიტუაციასთან გვაქვს საქმე: დატვირთვა არის, 12-ივე ბირთვი პროცესორებში გამალებით მუშაობს, ხოლო Mac Pro უდტრვინველად ამუშავებს მონაცემთა გიგანურ მასივს და არც კი იღლება!

თუ მე ადრე მიჩნდებოდა კითხვა, თუ ვის შეიძლება დასჭირდეს ასეთი კომპიუტერი და რატომ ქმნის Apple მას, მგონია, რომ მივაგენი პასუხს. მეორე კითხვაზე პასუხი მარტივია: „Because We Can!“ და სრულიად ვეთანხმები Apple-ის ამ ლოზუნგს! დიახ, Apple-ს შეუძლია და აკეტებს კიდევაც ასეთ ზემძლავრ კომპიუტერებს. მსოფლიოში მე მგონი მეტი სხვა კომპანია ვერ მოიძებნება, რომელსაც ერთდროულად ასეთი მძლავრი და თანაც უზომოდ ლამაზი კომპიუტერის შექმნა შეუძლია. რათქმაუნდა, ძალიან ძვირი ღირს (მინიმალური მოდელი, მონიტორის კლავიატურის და მაუსის გარეშე — 3000 დოლარი), თუმცა ანალოგიური სიმძლავრის PC-კომპიუტერის აწყობა უფრო ძვირი გამოდის, დათვლილია.

ახლა პასუხი გავცეთ კითხვაზე, თუ ვისთვისაა. რათქმაუნდა არა გეიმერებისათვის, ან ჩვეულებრივი მომხმარებლებისათვის. არამედ მათთვის, ვინც ამუშავებს ძალიან მძიმე ვიდეო-ფაილებს, ქმნის სამგანზომილებიან ეფექტებს და ა.შ.

ის, რომ ახალი Mac Pro თავის მყიდველს იპოვნის, ეჭვის შეტანა არაფრით არ შეიძლება, ახლაც კი, გამოსვლიდან 2.5 თვის შემდეგ, მასზე იმხელა რიგებია, რომ საქართველოში მაგალითად ვერ გვაწვდის ოფიციალური დისტრიბუტორი, ჩვენი რეგიონისთვის ჯერ კიდევ ვერ გამოყვეს თუნდაც ერთი ცალი.

მოკლედ, Apple-მა კიდევ ერთხელ მოახდინა რევოლუცია, კიდევ ერთხელ დაგვანახა ყველას (და განსაკუთრებით კონკურენტებს), თუ როგორ უნდა შექმნა პროდუქტი: სიყვარულით. და მაშინ ის არაჩვეულებრივი გამოდის!

ბრავო, Apple!

Related posts