ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1998 წლის 17 მარტი

56views

დღეს ცოტას თუ ახსოვს, მაგრამ თხევადკრისტალური ეკრანის გამოშვების პირველი მცდელობა Apple ჯერ კიდევ 80-იანი წლების შუაგულში ჰქონდა. სწორედ მაშინ გამოვიდა Apple Flat Panel — არასტანდარტული ზომის მონიტორი Apple II-ისათვის. თუმცა დიდხანს არ უცოცხლია.

Apple Flat Panel-ის ისტორია ძალიან ხანმოკლე და უსახელო აღმოჩნდა — მაღალმა ფასმა და სხვა მწარმოებლების მიერ შემოთავაზებულმა ალტერნატივამ თავისი საქმე გააკეთეს. თვითონ მომხმარებლებიც ვერ ხვდებოდნენ ამ მოწყობილობის აუცილებლობას, რომლის ეკრანზე მხოლოდ ტექსტის 80 სვეტი და 24 სტრიქონი ეტეოდა.

ამას მოყვა ექსპერიმენტების მრავალი წელი. Apple-ს ბევრი ჰქონდა თხევადკრისტალური ეკრანიანი მოწყობილობები, დაწყებული Mac Portable-ით და Newton-ით დამთავრებული. ამ მოწყობილობებში Apple-ს ფანტაზიის სრული ტავისუფლება მიეცა.

ამ ექსპერიმენტების დამაგვირგვინებელი გახდა Apple-ის დაბრუნება თხევადკრისტალური ეკრანების ბაზარზე 1998 წლის 17 მარტს, როდესაც გამოვიდა 15 დუიმიანი Apple Studio Display. მონიტორი არაჩვეულებრივი იყო არა მარტო გარჩევადობით — 1024 x 768 წერტილზე და 16 მილიონი ფერის გამოტანის შესაძლებლობით, არამედ გამორჩეული დიზაინითაც.

მონიტორმა მიიღო ნახევრადგამჭივირვალე პლასტიკური კორპუსი, რომელიც არ შეესაბამებობა იმჟამინდელ არცერთ Mac-ს. და მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ამ გზით Apple ცდილობდა საზოგადოება შეემზადებინა პირველი iMac-ისათვის.

Comments

comments

Leave a Response