ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1987 წლის 16 მარტი

55views

პირველი თაობის Macintosh-ის გაყიდვების პროგნოზები ფრიად ამბიციური იყო. სტივ ჯობსი ვარაუდობდა, რომ კომპანია 1985 წლის დასაწყისისათვის ნახევარი მილიონი კომპიუტერის გაყიდვას შეძლებდა. სამწუხაროდ, ეს გეგმები ვერ შესრულდა. ძალიან ვერ შესრულდა.

სტივის პროგნოზი ძალიან შორს იყო რეალობისაგან. პირველი თაობის Macintosh-ების გაყიდვებმა დაგეგმილ 500 000 ვერ მიაღწია 1985 წლის სექტემბერშიც კი. მოკლედ, გაყიდვები ისეთი ვერ იყო, როგორის ხილვაც ხელმძღვანელობას სურდა.

მემილიონე Macintosh მხოლოდ 1987 წელს გაიყიდა. ეს შესაძლოა უცნაურად გამოჩნდეს, რომ დღეს Apple-ს შეუძლია გამოთვალოს, თუ ვინ გახდა მე-100 მემილიონე სიმღერის მყიდველი iTunes Store-ში, მაგრამ 1987 წელს კომპანიას ამის გაკეთება არ შეეძლო. შედეგად მემილიონე კომპიუტერის ტიტული ერთდროულად ექვსმა კომპიუტერმა მიიღო.

ეს მილიონი Apple-მა 1987 წლის 16 მარტს იზეიმა.

Comments

comments

Leave a Response