დღესდღეისობით აშშ-ს თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში არის Apple Store. ზოგიერთში რამდენიმეც კი. ხოლო ზოგან საერთოდ არ არის, მაგალითად თბილისში. Apple Store-ში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ Apple-ის ტექნიკას, სთხოვოთ დახმარება, ან რჩევა გენიოსებს და ა.შ. თუმცა ეს ასე არ იყო ყოველთვის.
2001 წლამდე Apple Store არ არსებობდა ბუნებაში. და Apple-ს ძალიან აკლდა საცალო ვაჭრობის ქსელი.
რათქმაუნდა, Mac-ის ყიდვა სხვა კომპიუტერეულ მაღაზიაშიც შეიძლებოდა, მაგრამ იქ ისინი სხვა, ჩვეულებრივი PC-კომპიუტერების გვერდით იდგა. უფრო მეტიც, ისე არ იყო Apple-ის ტექნიკა წარმოდგენილი ამ მაღაზიებში, როგორც კომპანიას სურდა. რამე უნდა ეღონათ.
შედეგად, Apple-მა იპოვნა საუკეთესო გადაწყვეტილება იმ მომენტისათვის: „მაღაზია მაღაზიაში“. კონცეფცია მარტივი იყო: CompUSA, მაღაზია გამოყოფდა მცირე ფართობს, სადაც მხოლოდ Apple-ის ტექნიკა იყო წარმოდგენილი. მოგვიანებით ასეთ „თემატურ ზონაში“ Apple-ის თანამშრომელიც დაამატეს, რომელიც ეხმარებოდა მყიდველებს.
პროგრამა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ აღნიშნული კონცეფცია დღესაც შესანიშნავად მუშაობს. ხოლო ყველაფერი 1998 წლის 15 მარტს დაიწყო, როდესაც ასეთი სპეციალური სექცია CompUSA-ში გაიხსნა.