ხრიკები

როგორ გამოვრთოთ და გადავტვირთოთ მაკი სწრაფად

91views

სავარაუდოდ გვქონია ყველას შემთხვევა როდესაც გვსურს სწრაფად გამოვრთოთ ჩვენი მაკი. ამის გაკეთება შესაძლებელია ჩართვა/გამორთვის ღილაკის რამოდენიმე წამით დაჭერით, თუმცა ეს არც თუ ისე უსაფრთხოა. გთავაზობთ ღილაკთა კომბინაციებს რისი საშუალებითაც შეგიძლია უსაფრთხოდ გამორთოთ თქვენი მაკები.

გამოსართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ Control+Option+Command+Power (გამორთვის ღილაკი) ან  Eject თუ თქვენს მაკს აქვს დისკის წამკითხველი. ამ კომბინაციაზე დაჭერით დაიხურება ყველა აქტიური პროგრამა და გამოირთვება თქვენი მაკი.

თუ თქვენ გსურთ ძილის რეჟიმში გადაყვანა, გამოიყენეთ ღილაკები Option+Command+Power (Eject).

ეკრანის გამოსართავად ძილის რეჟიმის გადაყვანის გარეშე გამოიყენეთ შემდეგი ღილაკები: Control+Shift+Power (Eject).

გადასატვირთად კი გამოიყენეთ Control+Command+Power (Eject).

Comments

comments

Leave a Response