ჯეფ რასკინი რომ დარჩენილიყო Macintosh-ის პროექტის ხელმძღვანელად, დღეს ჩვენ ამ კომპიუტერზე გვეცოდინებოდა როგორც პატარა ჩემოდანი მისამაგრებელი კლავიატურით. საბედნიეროდ, პროექტს სათავეში სტივ ჯობსი ჩაუდგა, რომელმაც გადაწყვიტა ყველაფერის შეცვლა.
როგორი უნდა ყოფილიყო Macintosh? შესაძლოა, სტივს არ ჰქონდა მკაფიო პასუხი ამ კითხვაზე, თუმცა მან ერთი რამე იცოდა: Macintosh არ უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორსაც მას ხედავდა ჯეფ რასკინი. არავითარ შემთხვევაში. სტივის დასახმარებლად გამოძახებული იქნა დიზაინერი, რომელსაც უკვე ჰქონდა ნამუშავარი Apple II-ის დიზაინზე.
ვარიანტი ბევრი იყო, ძალიან ბევრი. და დღემდე გამოცანად რჩება, თუ რატომ შეჩერდა არჩევანი მონობლოკზე ვერტიკალური განლაგებით. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქმე მაგიდაზე დაკავებულ ფართობს შეეხებოდა. ამ დიზაინის წყალობით, მაგიდაზე შესაძლებელი იყო კომპიუტერის და ყველა საჭირო დოკუმენტის განთავსება.
თუ დავუჯერებთ არაოფიციალურ ინფორმაციას, დიზაინი აირჩიეს იმის გამო, რომ ის სტივ ჯობსს მოეწონა და ვერავინ გაბედა მასთან შეკამათება.
მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს, მომავალი დიზიანის განხილვა 1981 წლის 13 მარტს დაიწყო.