ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1985 წლის 12 მარტი

პირველი Macintosh-ის შექნისას, კომპანიის ინჟინრები დიდად არ დაფიქრებულან რამოდენიმე აპლიკაციის ერთდროულად მუშაობის შესახებ. მაშინ უფრო აქტუალური იყო საკითხი, რომელიც ეხებოდა საოპერაციო სისტემისა და თუნდაც ერთი აპლიკაციის გაშვებას იმ 64 კილობაიტ ოპერატიულ მეხსიერებაში, რაც გააჩნდა პირველ მოდელს.

მაგრამ გადიოდა დრო, მეხსიერება იაფდებოდა. და აი გამოირკვა, რომ Macintosh მიიღებს 128 კილობაიტ მეხსიერებას, რაც უკვე გარკვეული მოძრაობის საშუალებას იძლეოდა. თუმცა გარკვეული პრობლემა მაინც დარჩა: როგორ ჩავტვირთოთ და ვმართოთ რამოდენიმე აპლიკაცია?

მადლობა ენდი ჰერცფილდს უნდა ვუთხრათ, რომელმაც შეძლო პატარა ზომის პროგრამის დაწერა, სახელად Switcher, ფრიად მცირე დროში. ეს პროგრამა საშუალებას გვაძლევდა გაგვეშვა რამოდენიმე აპლიკაცია ერთდროულად და მათ შორის გარადრთვა-გადმორთვაც არ იყო პრობლემა.

ასე რომ, როდესაც შემდგომში დააჭერთ Command+Tab-ზე, გაიხსენეთ, თუ რითი იწყებოდა ყველაფერი. ყველაფერი კი დაიწყო „სვიჩერით“, რომელიც 1985 წლის 12 მარტს გამოვიდა.

Related posts