თავდაპირველ iMac-ს კოლოსალური წარმატება ჰქონდა მომხმარებელთა შორის. რათქმაუნდა, ეს არ ასვენებდა კონკურენტებს. გასაკვირი არ არის, რომ დროთა განმავლობაში მრავალმა მათგანმა გადაწყვიტა გამოეშვა კომპიუტერები iMac-ის მსგავსი დიზაინით.
რათქმაუნდა კონკურენტები ვერ დაიკვეხნიდნენ Mac OS-ის მხარდაჭერით. ყველაფერი რითაც მათ შეეძლოთ ეტრაბახათ — iMac-ს მიმსგავსებული დიზაინი.
ასეთი სახის იმიტაცია მლიქვნელობის გულწრფელ ფორმას უფრო წააგავს, მაგრამ Apple მაინც უკმაყოფილო იყო. და სრულიად ლოგიკურია, რომ კუპერტინო კატეგორიულად წინააღმდეგი იყო მსგავსი კოპირებისა.
მოკლედ, ალბათ გასაგებია, რომ Apple-თან ჭიდილი ამ საკითხში სულელეურიც იყო და უსარგებლოც. სამივე კომპანია, ვინც უშვებდა მსგავსი დიზაინის კომპიუტერებს, დამარცხდა: Future Power, eMachines და Sotec.
ის, რომ სამივე კომპანია წყვეტდა iMac-ის კლონების გაყიდვას, 2000 წლის 9 მარტს გახდა ცნობილი.