ჯილ ამელიოს დროს Mac-კლონები განიხილებოდა როგორც საშულება ბაზრის წილის გაფართოებისა. მაგრამ, როდესაც კომპანიის ხელმძღვანელობაში სტივ ჯობსი დაბრუნდა, ერთ-ერთი პირველი შემცირებაში სწორედ კლონები მოყვნენ.
ბაზრის წილის გაზრდის საშუალების ნაცვლად, სტივ ჯობსი კლონებს განიხილავდა როგორც წურბელებს. რათქმაუნდა, წურბელა ზოგიერთ სამედიცინო პროცედურაში სასარგებლო რამ არის, მაგრამ თუ ის მთელს შენს მოგებას გამოწოვს, ჯობია დაემშვიდობო.
პრობლემა იმაში იყო, რომ Apple-ს ხელშეკრულებები ჰქონდა გაფორმებული. დოკუმენტები, სადაც კუპერტინო ნებას რთავდა გარეშე მწარმოებლებს ესარგებლათ Mac OS-ით, სანამ მისი ვერსია 7.x იყო.
ხელშკერულებების დროზე ადრე დასასრულებლად, Apple-მა 7.7 ვერსიის ნაცვლად უბრალოდ მერვე ვერსია გამოუშვა და ამით ბოლო მოუღო კლონების გავრცელებას.
ეს ყველაფერი 1998 წლის 8 მარტს მოხდა.