ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2003 წლის 7 მარტი

Mac-მომხმარებლებს ძალიან ხშირად ადანაშაულებენ საკუთარი პლათფორმისადმი ფანატიზმში, რაც ხშირად გაუგებარია არა მარტო ნეიტრალური დამკვირვებლისათვის, არამედ თვით Mac-მომხმარებლებისთვისაც. კომპიუტერია, რა. ჰო, ლამაზი საოპერაციო სისტემით. მაგრამ რაშია მთავარი „მუღამი“?

სინამდვილეში, მთავარი „მუღამი“ რამოდენიმეა: სტილი, საიმედოობა, ინოვაციები და ა.შ. ჩვენ სწორედ ინოვაციები გვაინტერესებს.

ინოვაციები. ეს სხვა მრავალ მწარმოებელს შეუძლია მსხვერპლად შესწიროს სხვადასხვა ინოვაცია თვითღირებულების შემცირების მიზნით, მაგრამ არა Apple-ს. ყველაზე ღრმა კრიზისში ყოფნის დროსაც კუპერტინო მილიონობით დოლარს ხარჯავდა ინოვაციებზე. შედეგად სწორედ ისეთი პროექტებიდან, როგირც იყო iMac და Mac OS X დაიწყო კომპანიის აღორძინება 90-იანი წლების ბოლოს.

ფრედ ანდერსონმა, კომპანიის მთავარი ფინანსისტმა, ასე ჩამოაყალიბა Apple-ის პოზიცია:

მე მირჩვენია ფული დავხარჯო კვლევებზე, რაც საშუალებას მომცემს კიდევ უფრო ინოვაციური პროდუქტი გამოვუშვა და საცალო მაღაზიებზე, რომლებიც ბაზარის უფრო მეტი კონტროლოს საშუალებას იძლევიან, ვიდრე ინფრასტრუქტურის სხვა რაიმე დარგებზე.

ასეც იქცევა Apple დღემდე. ხოლო ეს განცხადება ფრედმა 2003 წლის 7 მარტს გააკეთა.

Related posts