ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1984 წლის 6 მარტი

როდესაც ბილ გეითსმა პირველად იხილა Mac, ის იმწუთასვე მიხვდა: მის წინაშე სრულიად კომპიუტერული სამყაროს მომავალი იყო. ბილი შოკირებული იყო ახალი გრაფიკული ინტერფეისით, რომელსაც სთავაზობდა Mac მომხმარებელს. რამდენად იყო შოკირებული? იმდენად, რომ Microsoft-მა დაუყონებლივ დაიწყო უზარმაზარი თანხების ხარჯვა ანალოგიურ კვლევებზე.

რათქმაუნდა, რედმონდში Mac-ს გულწრფელად უსურვებდნენ ადრეულ სიკვდილს, თუმცა გვერდიდან ეს სრულიად სხვანაირად ჩანდა:

თუ Macintosh-ს წარმატება არ უწერია, მაშინ მთელი სამყარო PC-სკენ გადმოვა. მაგრამ ამ საკითხში ჩვენ უფრო ოპტიმისტურები ვართ. თუ Apple მიაღწევს დასახულ მიზნებს, მაშინ Microsoft-ის შემოსავლების ნახევარი 1984 წელს Mac-ის დამსახურება იქნება.

ეს განცხადება ბილ გეითსმა 1984 წლის 6 მარტს გააკეთა, ჟურნალისათვის Popular Science.

Related posts