ცნობილია რომ წლის დასაწყისში ტიმ კუკი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს სტამბულში მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით. ეს თემა საკმაოდ მნიშვნელოვანია რადგან ამ რეგიონში იქნება პირველი მაღაზია.
ჩანს რომ ეს მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა რადგან სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი გახდა რომ 4 აპრილს შედგება Apple Store-ის გახსნა. არის ვერსიაც რომ ტიმ კუკი და თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გულიც დაესწრებიან გახსნას.
კუკის თქმით Apple-ის პირველი მაღაზია თურქეთში იქნება უნიკალური, 2000 კვადრატულ მეტრამდე სიდიდის და შუშის ჭერით. მაღაზია იქნება სტამბულის სავაჭრო ცენტრში Zorlu Center-ში, Burberry-ს და Louis Vuitton-ის მაღაზიებს შორის.
Apple-სა და თურქეთს შორის რამოდენიმე თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ნოემბერში გაიხსნა მაღაზიის ონლაინ ვერსია და ტიმ კუკის განცხადებით, ისინი მუშაობენ რამოდენიმე პროექტზე, მათ შორის $4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია iPad-ების შესაძენათ საგანმანათლებლო სექტორისთვის.