ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1975 წლის 5 მარტი

22views

Apple I-ის შექმნამ საბოლოო ჯამში მიგვიყვანა Apple-ის იმპერიის შექმნამდე. მაგრამ, ისმის კითხვა, რამ მიგვიყვანა Apple I-ის შექმნამდე? სტივ ვოზნიაკი, ამ კომპიუტერის ავტორი ამბობს, რომ Apple I-ის შექმნის მოტივი იყო პირველ რიგში მისი სურვილი ჰქონოდა კომპიუტერი.

თუმცა, იმ დროისათვის, როდესაც Apple I-ის შექმნა დასრულდა, ვოზმა უკვე მოასწრო რამოდენიმე ადრეული მოდელის აწყობა. ასე რომ მოტივი რაღაც არადამაჯერებლად ჟღერს.

მაშ, რატომ შეიქმნა Apple I? ვარინტი შესაძლოა ძალიან ბევრი იყოს. მაგრამ ყველაზე არსებითი — კონკურენცია. 70-იანი წლების შუა პერიოდში სტივ ვოზნიკი ელექტონიკის მოყვარულთა კლუბის აქტიური წევრი იყო. ამ კლუბის სახელია Homebrew Computer Club. წევრებს უყვარდათ ერთმანეთის წინაშე საკუთარი გამოგონებებით თავის მოწონება.

Homebrew Computer Club-ის პირველი სხდომა 1975 წლის 5 მარტს ჩატარდა. ვინ იცის, რომ არა ეს კლუბი, Apple საერთოდ არც შექმნილიყო…

Comments

comments

Leave a Response