პირველ Mac-ს რამოდენიმე ხარვეზი ჰქონდა. შანსი, ამ ყველაფრის გასწორებისა, მიეცა ჟან-ლუი გასეს, რომელმაც ინჟინრებს დაუყენა ამოცანა: მოხდეს Mac-ის განახლება და მომხმარებლებს შეეძლოთ ფუნქციონალის გაფართოება.
Apple-ის ინჟინრბის მუშაობის შედეგად ბაზარზე გამოვიდა Macintosh II. პირველი მოდელისაგან განსხვავებით, ის მოდულურ პირნციპზე იყო დაფუძნებული და შესაძლებელი იყო მისი გაფართოება. რაც არა ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო, მას ფერადი მონიტორი ჰქონდა. სხვათაშორის, ერთდროულად ექვსი მონიტორის მხარდაჭერა გააჩნდა.
Macintosh II აგებული იყო 68020 პროცესორზე, რაც საშუალებას იძლეოდა კომპაქტური მოდელი გამოეშვათ. მეორე მხრივ, გარეგანი ფორმებით ის ძალიან წააგავდა ჩვეულებრივ PC-ის.
Macintosh II გამოვიდა 1987 წლის 2 მარტს და თავიდან ორ კონფიგურაციაში არსებობდა: 3898 დოლარად უმცროსი და 5498 დოლარად უფროსი მოდელი.