ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1982 წლის 1 მარტი

როდესაც შორეულ 1979 წელს მაიკ მარკულამ ჰკითხა ჯეფ რასკინს იმის შესახებ, თუ როგორი კომპიუტერის აწყობა შეიძლება, რათა მისი ფასი 500 დოლარი ყოფილიყო, ჯეფმა უბრალოდ მხრები აიჩეჩა და უპასუხა, რომ არანაირის. მაგრამ აი 500-დან 1000 დოლარამდე დიაპაზონში უკვე შესაძლებელი იყო რაიმეს მოფიქრება.

დაახლოებით ასე გაჩნდა პროექტი Macintosh, რომელიც ჯეფ რასკინმა არა მარტო დაიწყო, არამედ დაიცვა კიდევაც სტივ ჯობსისგან, რომელსაც ამ პროექტის დახურვა სურდა. ამის გარდა, სტივ ჯობსმა თვითონ იპოვნა და მიიღო დეველოპერების გუნდში სრულიად შეუცვლელი ადამიანები.

Macintosh-ის პროექტი მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდა მანამ, სანამ სტივ ჯოსბმა არ გადაწყვიტა, რომ მას არა მარტო არ სურს მისი დახურვა, არამედ პირადად უნდა სამუშაოების ხელმძღვანელობა.

საკმაოდ სწრაფად რასკინსა და ჯობსს შორის უთანხმოება დაიწყო. შედეგად რასკინი სრულიად ჩამოაშორეს პროექტს. მაქსიმუმ, რისი უფლებაც მისცა მას ჯობსმა — კომპიუტერის დოკუმენტაციის დაწერა.

ჯეფ რასკინმა გადაწყვიტა ერთი თვით დაესვენა კუპერტინოსგან. მაგრამ დასვენებამ მას არ უშველა. 1982 წლის 1 მარტს ის ოფიციალურად წავიდა Apple-იდან.

Related posts